ამბების აგრეგატორი

მე არ მინდა ფიქრი იმ ერთ ლამაზ დღეზე, რ&#x10

მე არ მინდა ფიქრი იმ ერთ ლამაზ დღეზე,
როცა, ერთი სიტყვით, შენ დრო გამიჩერე;
დამიტყვევე გული ძლიერ თბილი მზერით
და დამტოვე მარტო, მოხიბლული შენით.
დამიტოვე წვიმა და ღრუბელი ცაზე,
დამიტოვე ფიქრი, დამიტოვე ღამე,
მინდა ერთხელ გკითხო, იმ სულ მცირე დროში
რა ვიყავი შენთვის? ჩემთან როგორ მოხვდი?
აღარ მინდა წერა, სული გავიწამე,
ახლა საფლავს მითხრის დამცინავი მთვარე;
თუ ვერასდროს მიხვდი რა მინდა რომ გითხრა,
მე დავხუჭავ თვალებს და წამოვა წვიმა...

თაკო ქირია

სიყვარულის ბალადა ისევ წვიმა, იესვ ქ&#x10d

სიყვარულის ბალადა

ისევ წვიმა, იესვ ქარი,
ისევ დავიდარება,
შემიყვარდა ერი ქალი
გულში დამრჩა დარდადა.

სიტყვის თქმა ვერ მოვასწარი
ისე გამეპარადა,
სულში სევდა დამიტოვა
გულში ცეცხლი დარანა.

დავეძებ და ვეღარ ვპოვე
მთიდან მთამდე , ბარადა,
ასე რატომ მიმატოვე
სიყვარულის ბალადავ?!

ისევ წვიმა, ისევ ქარი,
ისევ თოვლის ნამქერი,
სიყვარულო, დაილოცოს
ქვეყნად შენი სახელი,

ამირან(ანზორ) კილავა

გუშინ შენზე ვსაუბრობდი შემოდგომის წ&

გუშინ შენზე ვსაუბრობდი
შემოდგომის წვიმებთან.
ვუამბე, რომ
ჩემი ხარ და
საყვარელი ვინმე ხარ...
წვიმას იქნებ არ ეჯერა
შენზე რომ ვოცნებობდი,
მაგრამ, იქ რომ ყოფილიყავ,
შემომეკოცნებოდი.
სახეს აგიფერმკრთალებდა
ეგ ქალური სიმორცხვე...
იცი? - გუშინ ღვთისმშობელთან
სიყვარულზე ვილოცე.
გუშინ ხატებს შევავედრე
ოცნებების ზედაშე,
მერე წვიმის
წვეთად შევრჩით
იმ სველ ქუჩებს
მე და შენ...

გუშინ შენზე ვსაუბრობდი
მთელი ღამე ხატებთან,
არ მეძინა
და ეს დილა
შენზე ფიქრში გათენდა...
(დათო ახლოური)

უშენოდ....... როცა დადგება ის დრო, ის ჟამ&#x10d8

უშენოდ.......
როცა დადგება ის დრო, ის ჟამი
ჩემი სიცოცხლის აზრი გახდები ,
მინდა გაგანდო ჩემი სიტყვები...
მე შენ მიყვარხარ, მე შენ მჭირდები.

გავა წლები...ამას გეტყვი
ვიცი ამას შენც გამიგებ
შენი სითბო, შენი სევდა
ჩემი გულის აზრი ხდება.

მორჩა...დიდს არაფერს აღარ ვიტყვი
მიყვარხარ და კვლავ დაგიცდი...
როცა იტყვი შემიყვარდა
ნუ დაიცდი...იცოდე, რომ კვლავ დაგიცდი.
(ჯილდა გვილია)

<a href="http://www.facebook.com/photo



ჩვენი ბიბლიოთეკის მკითხველებს, facebook-ის მეგობრებს, ყველას, ვისაც ''ბატონი მუზა'' ხშირად სწვევია!:)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ავტომატიზაციის განყოფილება და ბიბლიოთეკის ინტერნეტტელევიზია ZugdidilibTV აცხადებს კონკურსს-''ტანო ტატანო'', რომელიც ეძღვნება გაზაფხულის შემობრძანებასა და ქალთა დღეს-8მარტს.
კონკურსში მონაწილეების მსურველებმა გამოაგზავნეთ გრაფიკულად გაფორმებული საკუთარი მოთხრობა, ესსე, ჩანახატი, ლექსი გაზაფხულზე, ქალსა და სიყვარულზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე irmakvirkvia@mail.ru (ნამუშევარი შესრულებული უნდა იყოს A4 ფორმატი, sylfine 12).
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. ნამუშევრების მიღება იწარმოებს 8-23 თებერვლამდე, facebook-ის მკითხველის გვერდზე დაიდება 25-7მარტის ჩათვლით.
გამარჯვებული ნაწარმოები გამოვლინდება 8 მარტს ლაიქების მეშვეობით, გვეყოლება ასევე განყოფილების რჩეული.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ აქვე,:) ჩვენი Facebook-ის გვერდზე.
გააცანით თქვენი შემოქმედება ყველას!:)
ინფოარხების ცნობების შეკრება