rusudan-(ი)ს ბლოგი

სოფელ წეროვანის ბიბლიოთეკას პერსონალური კომპიუტერი გადაეცა

პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის, IREX–ისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტის "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" ფარგლებში კომპიუტერული ტექნიკა, ყველა საჭირო მოწყობილობით ახალგორის რაიონის სოფელ წეროვანის დევნილთა დასახლების ბიბლიოთეკას გადაეცა.

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია

"ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლოთეკას". ტრენინგები

"ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" ფარგლებში გრძელდება ბიბლიოთეკარების გადამზადება. საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია ატარებს კომპიუტერულ კურსებს პროექტში გამარჯვებული ბიბლიოთეკებისთვის.

ტრეინინგი 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბიბლიოთეკარები 15 სოფლიდან. 

მსგავს ტრეინინგს 70 სოფლის ბიბლიოთეკარი გაივლის

საგურამოს ბიბლიოთეკას პერსონალური კომპიუტერი გადაეცა

11 მაისს პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით, IREX–ის, ეროვნული ბიბლიოთეკისა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ერთობლივი პროექტის "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" ფარგლებში საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელობის ბიბლიოთეკას გადაეცა პერსონალური კომპიუტერი ყველა საჭირო მოწყობილობით.

მისაქციელის ბიბლიოთეკას პერსონალური კომპიუტერი გადაეცა

11 მაისს პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით, IREX–ის, ეროვნული ბიბლიოთეკისა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ერთობლივი პროექტის "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" ფარგლებში მისაქციელის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ბიბლიოთეკას გადაეცა პერსონალური კომპიუტერი ყველა საჭირო მოწყობილობით.

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია

ჟურნალი "საქართველოს ბიბლიოთეკა"

გამოვიდა ჟურნალ "საქართველოს ბიბლიოთეკის" ამ წლის პირველი ნომერი.

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია

ხულოს რაიონის ბიბლიოთეკები

საქართველოს საბიბლიოთეოკო ასოციაციის პროექტის "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" ფარგლებში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ფონდის დახმარებით ხორციელდება ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხულოს რაიონში 5 ბიბლიოთეკა აღადგინა. ამ ბიბლიოთეკებიდან ოთხი სოფლის (დიდაჭარა, ღორჯომი, რიყეთი და სხალთა) ბიბლიოთეკა აღიჭურვება კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით, ბიბლიოთეკარები გაივლიან ტრეინინგებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ლევილში აღდგენილი ბიბლიოთეკა მოინახულა

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციამ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ლევილში ბიბლიოთეკა აღადგინა. საქართვლოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აღდგენილი ბიბლიოთკა მოინახულა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, სარეზერვო ფონდიდან ლევილის მამულში მდებარე ბიბლიოთეკა მთლიანად გარემონტება. მომავალში საფრანგეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, გაგრძელდება ბიბლიოთეკის მოწესრიგება. აქვე დიასპორის წარმომადგენლებთან საუბრისას გამოითქვა რამოდენიმე საინტერესო ინიციატივა ბიბლიოთეკაში დაცული ხელნაწერების თარგმნასთან დაკავშირებით.

Pirveli Information Agency

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია

ინფოარხების ცნობების შეკრება