rusudan-(ი)ს ბლოგი

საქართველოს ლურჯი ფარის პრეზენტაცია

ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, ისევე როგორც ლურჯი ფარის საერთაშორისო კომიტეტი, მიზნად ისახავს ჰააგის კონვენციისა და მისი ორივე ოქმის შესრულებას: კულტურული მემკვიდრეობის დაცვას საგანგებო სიტუაციებისას; რისკისათვის მზადყოფნისა და რისკის მართვის გეგმების შემუშავებასა და შესრულებას კულტურული ფასეულობების დასაცავად.

ლურჯი ფარის საერთაშორისო კომიტეტის საქართველოს ეროვნული კომიტეტის (საქართველოს ლურჯი ფარი) დამფუძნებელ ორგანიზაციებს - ICOM საქართველოს, ICOMOS საქართველოს, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასა და საქართველოს ეროვნულ არქივს, გვაქვს პატივი მოგიწვიოთ საქართველოს ლურჯი ფარის პრეზენტაციაზე, რომელიც გაიმართება საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში 18 მარტს, სამშაბათს, 17:00 საათზე (მისამართი: თბილისი, მ. ალექსიძის ქ. 1 კორპ.4)

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია Beyond Access-ის წევრია

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან ერთად Beyond Access-ის წევრია. ეს სამი უმძლავრესი ორგანიზაცია გვეხმარება ჩვენ ბიბლიოთეკების მდგომარეობის გაუმჯობესებასა და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოვების საშუალებათა მოძიების ინიციატივებში. ჩვენ ერთად ბევრს ვმუშაობთ საქართველოს ბიბლიოთეკების გასაცოცხლებლად. 
http://beyondaccess.net/members/georgia-library-association/

საქართველოში თანამედროვე ტიპის საჯარო ბიბლიოთეკები შეიქმნება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით საქართველოში თანამედროვე ტიპის საჯარო ბიბლიოთეკები შეიქმნება. პროექტის ფარგლებში შეირჩევა მუნიციპალურ ცენტრებისაგან მოშორებულ სოფლებში მდებარე სამი ბიბლიოთკა. დაგეგმილია, მათში მომხმარებელზე ორიენტირებული გარემოს შექმნა, უფასო კომპიუტერის, ინრეტნეტის და სხვა შეთავაზებების დანერგვა და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია მადლობას უხდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დახმარებისა და მხარდაჭერისათვის.

[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

გილოცავთ 8 მარტს!

- საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია ყველა ქალბატონს ულოცავს 8 მარტს და უსურვებს სიყვარულს და ბედნიერებას ♥

 [საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

ციფრული ბიბლიოთეკა "ივერიელის" ფოტოკოლექცია

დღეს დაგვირეკა და გაზაფხულის დადგომა მოგვილოცა ჩვენი ფოტოპროექტის პირველმა მონაწილემ ზურაბ თედორაძემ, რომელიც პირველი გამოეხმაურა ციფრული ფოტომატიანეს შექმნას და თავისი უნიკალური ფოტოკოლექცია მოგვიტანა - 1892 წელს გადაღებული, გურული მოჯირითეები ამერიკაში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონ ზურაბს. ციფრული ბიბლიოთეკა "ივერიელის" ფოტოკოლექციას შეემატა ქართველი ფილოლოგის, მთარგმნელის, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ქალბატონ მაია (ევა) ნაჭყებიას საოჯახო ფოტოარქივი. "ივერიელი" მადლობას უხდის ქალბატონ მაიას პროექტში მონაწილეობისათვის. 

Iverieli: გურული მოჯირითე ქრისტინე ცინცაძე ცხენზე შესრულებული ილეთის დროს
dspace.nplg.gov.ge

[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

ზუგდიდის ბიბლიოთეკის საინტერესო ინიციატივა – „წაიკითხე ბევრი წიგნი, გახდი ჩვენი რჩეული“

                                   

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა ყოველწლიურად  აჯამებს თავის მუშაობას და   ანგარიშით წარსდგება  მკითხველისა და დაინტერესებული საზოგადოების წინაშე,  ავლენს საუკეთესო მკითხველს, ბიბლიოთეკარს, განყოფილებას.  ღონისძიების სლოგანი ზუსტად გამოხატავს მის მიზნებს- „წაიკითხე ბევრი წიგნი, გახდი ჩვენი რჩეული“. ღონისძიებას უკვე ტრადიციული სახე მიეცა და  წელს მესამედ   ჩატარდა. იგი   ემსახურება ბიბლიოთეკისა და მკითხველის ურთიერთკავშირის გაძლიერებას, მკითხველის დაინტერესებას ბიბლიოთეკით, მათ წახალისებას, წიგნისა და ბიბლიოთეკის პოპულარიზაციას.

ბიბლიო-2013 გახსნა  და  მას  გაუძღვა დირექტორის მოადგილე-ლარისა როგავა.

ეწვიეთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალკური ბიბლიოთეკის ბლოგს და გაიგეთ უფრო მეტი ამ და სხვა ღონისძიებების შესახებ  centraluribiblioteka.blogspot.com

[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

ინტელექტუალური შეჯიბრი გურჯაანის ბიბლიოეკაში


გურჯაანის საბიბლიოთეკო გარეთიანებაში 7,14,21,28 თებერვალს ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? ჩატარდა. დასკვნითი ფინალი კი დღეს 8 მარტს არის დაგეგმილი.

[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

ინფოარხების ცნობების შეკრება