ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

21 აპრილს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ურთიერთთანამშრომლობის მიზანია:

 

  • მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის ინტელექტის ამაღლებისა და ხარისხიანი განათლების მიღების ხელშეწყობა; 
  • მოსწავლე-ახალგაზრდებს შორის წიგნისადმი ინტერესის გაღვივების პროცესის ხელშეწყობა; 
  • ახალგზრდების ჩართულობის ხელშეწყობა პროექტებში, ტრენინგებში, სასწავლო პროგრამებსა და საჯარო ლექციებში;
  • საბიბლიოთკო საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სიახლესთან გაცნობა; 
  • ახალგაზრდების სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება;
  • გამოცდილების გაზიარება და პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და სხვა.

დღესვე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა წიგნის "საბიბლიოთეკო ფონდების აღრიცხვა" პრეზენტაცია.

საბიბლიოთეკო კვირეული. 20 აპრილი, ღონისძიებები

 

➜ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოში დღეს ჯანმრთელი ცხოვრების წესზე ისაუბრებენ.

➜ ვეჯინის სასოფლო ბიბლიოთეკა ლიტერატურულ საღამოს მოაწყობს ხალხურ მოტივებზე "წუთისოფელი ასეა"
➜ რუსთავის მთავარ ბიბლიოთეკაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
➜ რატევანის ბიბლიოთეკაც პოეზიის საღამოს მასპინძლობს, ღონისძიებაზე შექსპირის სონატებს წაიკითხავენ.
➜ გორის მთავარ ბიბლიოთეკაში მკითხველი მწერალ, ვანო ჩხიკვაძეს შეხვდება. მწერალი მწერალთა კავშირის ორგზის, ეროვნული პრემიისა და ღირსების ორდენის მფლობელია. 

 ➜ ხაშურის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ამაგდარ ბიბლიოთეკარებს უმასპინძლებენ.

➜ ჭოპორტის სასოფლო ბიბლიოთეკა გეგმავს სემინარს ბიბლიოთეკარებისთვის. სემინარზე განხილული იქნება თემები: 1. საინფორმაციო ტექნოლოგიები და 2. მეთოდური გამოცდილებების გაზიარება.
➜ ქუთაისის მე-8 საქალაქო ბიბლიოთეკა პოეტ საშა გველესიანს უმასპინძლებს
➜ საჩხერის ბიბლიოთეკაში გაიმართება საჭირბოროტო დისკუსია თემაზე "მოზარდი და ალკოჰოლი".

19 აპრილს საბიბლიოთკო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ნუსხა

 

➜ ხობის რაიონის, სოფელ ჭალადიდის ბიბლიოთეკაში, მკითხველთა კონფერენცია "წიგნი - ჩვენი სიყვარული" გაიმართება.

➜ მესტიის მთავარი ბიბლიოთეკა დღეს მედიატორს, დამსახურებულ ბიბლიოთეკარს, ტანია ფირცხელანს უმასპინძლებს. ბიბლიოთეკარი სვანურ ადათ-წესებზე ესაბრება დაინტერესებულ საზოგადოებას.

➜ წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯგალის ბიბლიოთეკაში დ. ფიფიას წიგნის, "ბორჯის" პრეზენტაცია გაიმართება. ამავე რაიონის სოფელ საჩინოს ბიბლიოთეკაში კი მირზა გელოვანის პოეზიის საღამო გაიმართება.

➜ ლანჩხუთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართება დისკუსია თემაზე: "დუმილი ვერ დაგიცავს" - ქალთა კლუბის სხდომა.

➜ გუთურის ბიბლიოთეკაში გაიმართება ძალიან საინტერესო ღონისძიება - პოეზიის საღამო ღია ცის ქვეშ, კოცონთან! 

➜ ქუთაისის 22-ე საქალაქო ბიბლიოთეკის ფილიალში მკითხველები მხატვარ, ქრისტინე რობაქიძესს შეხვდებიან. 

heart ემოციაქრისტინეს ნახატები შეგიძლიათ იხილოთ პროექტ ფიროსმანი Pirosmani-ს გვერდზეც


➜ ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის მკითხველებისთვის დღეს დაგეგმილია ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ექსკურსია.

➜ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხიდიკარის ბიბლიოთეკაში ჯემალ ქარჩხაძის "ანტონიო და დავითის" გარჩევა იგეგმება.

➜ დღეს, თელავის მთავარ ბიბლიოთეკაში, ჟურნალ "ოლეს" მკითხველთა კონფერენცია გაიმართება.
➜ გურჯაანის ცენტრალური ბიბლიოთეკა პოეტ, ნუნუ ყალაბეგაშვილის შემოქმედებით საღამოს უმასპინძლებს. ამავე ბიბლიოთეკაში გაიმართება მისი წიგნის, "ბაზალტის ცრემლების" პრეზენტაციაც.
➜ ყვარლის მთავარ ბიბლიოთეკაშიც წიგნის პრეზენტაციაა დაგეგმილი. რ. ჯაფარიძის "მხევალი უფლისა".
➜ სიღნაღის საბავშვო ბიბლიოთეკაში კი, აქტიური მკითხველის, ანა სიფრაშვილის ნახატები გამოიფინება.
➜ ბოლნისის მუნიციპალიტეტის, დაბა კაზრეთის ბიბლიოთეკაში გურამ რჩეულიშვილის შემოქმედებას მიმოიხილავენ.
➜ ბოლნისის ბიბლიოთეკაში გაიმართება სომხურ-ქართული პოეზიის საღამო.


საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები რეგიონალურ ბიბლიოთეკებში

➜ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ხორნაბუჯის ბიბლიოთეკაში გაიმართება ღონისძიება: ზეპირი ჟურნალი - "გაზაფხული შემოსულა ლენ!"

➜ თელავში კვირეულის ფარგლებში თელავის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართება მკითხველთა საანგარიშო კონფერენცია "ბიბლიოთეკა, წიგნი, მკითხველი".

➜ საგარეჯოს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ექსკურსიაა! მოსწავლეები საგარეჯოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმს მოინახულებენ.

➜ ყვარელში გაიმართება პოეზიის საღამო თემაზე "შენ საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა".

➜ სიღნაღის საბავშვო ბიბლიოთეკა ბავშვებს მასპინძლობს. უმცროსკლასელები უყურებენ ფილმს "წელიწადის დრონი" 

➜ რუსთავში ღვაწლმოსილ ბიბლიოთეკარებს შეხვდებიან.

➜ ბოლნისში კვირეული გამოფენა "კულტურული ძეგლების ქვათა ღაღადით" გაიხსნება.

➜ ხაშურში - საბიბლიოთეკო კვირეული გაიხსნება ქუჩის აქციით, მოეწყობა კოსტიუმირებული მსვლელობა, ხოლო ბიბლიოთეკარები და ბიბლიოთეკის მეგობრები ბუკლეტებს და საინფორმაციო ფურცლებს დაარიგებენ. 

➜ ქუთაისის მე-20 საქალაქო ბიბლიოთეკაში პოეტ ბელა უჩაძეს შეხვდებიან; 

➜  ქუთაისის მე-8 საბავშვო ბიბლიოთეკაში ლიტერატურული საღამო გაიმართება.

➜  ქუთაისის მე-18 საქალაქო ბიბლიოთეკაში მე-15 სკოლის ფსიქოლოგი, ეკა ქობალია ჩაატარებს ლექციას თემაზე: "ჩემი მომავალი პროფესია".

➜ საჩხერის ბიბლიოთეკაში ვიქტორინა-კონკურსი ჩატარდება X-XI-XII კლასის მოსწავლეების მონაწილეობით თემაზე "ვაჟა-ფშაველას შემოქმედება".

➜ ზესტაფონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ექიმებს შეხვდებიან. ექიმები ჩაატარებენ ლექციას თემაზე "ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია".

კვირეული ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების სრული ჩამონათვალი იხ. მიბმულ ფაილზე

საქართველოს საბიბლიოთეკო კვირეული, ოფიციალური გახსნა

16 აპრილს, საღამოს 5 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის საგამოფენო დარბაზში საქართველოს საბიბლიოთეკო კვირეული ოფიციალურად გაიხსნა. გახსნაზე გამოიფინა ხელოვანი ბიბლიოთეკარების ნამუშევრები; დაჯილდოვდნენ ბიბლიოთეკარები და ბიბლიოთეკის მეგობრები, აგრეთვე გაიმართა პოეტი ბიბლიოთეკარების პოეზიის მეორე კრებულის, "პოეტი ბიბლიოთეკარის" პრეზენტაცია.

„საინფორმაციო ტექნოლოგიები - ჩემი ბიბლიოთეკის მოდერნიზაცია!“

ღონისძიებათა სერია - ბიბლიოთეკების კვირეული - წელს 16-22 აპრილის ჩათვლით საქართველოს ყველა რეგიონულ თუ სასოფლო ბიბლიოთეკაში გაიმართება. 

გახსნის ღონისძიება ჩატარდება 16 აპრილს, 17:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში. 

კვირეულის ფარგლებში საქართველოს ბიბლიოთეკები უმასპინძლობენ სხვადასხვა ტიპის საჯარო ღონისძიებებს: გამოფენებს, ლიტერატურულ საღამოებს, წიგნების პრეზენტაციებს, შეხვედრების სერიებს მწერლებთან, პოლიტიკოსებთან და სხვა საინტერესო პიროვნებებთან. აგრეთვე ჩატარდება კონკურსები, სემინარები, დისკუსიები, საქველმოქმედო აქციები და სხვა. აგრეთვე მოხდება გასული წლის განმავლობაში განხორციელებული ახალი პროექტების  შეჯამება.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება:

✔ წიგნი "ბიბლიოთეკარი პოეტი", რომელიც ჩვენი ბიბლიოთეკარების თხოვნით შეიქმნა; 
✔დარბაზში გაიხსნება შემოქმედი ბიბლიოთეკარების გამოფენა. აგრეთვე დაჯილდოვდებიან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები.
✔კვირეულის დახურვა შედგება 22 აპრილს, 16:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, სადაც გაიმართება პრეზენტაციების კონკურსი თემაზე „საინფორმაციო ტექნოლოგიები - ჩემი ბიბლიოთეკის მოდერნიზაცია“.

"ბიბლიოთეკარი პოეტი" მეორე კრებული


ბიბლიოთეკარების თხოვნით გამოვიდა "ბიბლიოთეკარი პოეტის" მეორე კრებული.

წიგნის პრეზენტაცია გაიმართება საბიბლიოთეკო კვირეულის გახსნის დღეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 16 აპრილს, 5 საათზე!

კრებულის შესახებ ტელეკომპანია "ერთსულოვნების" გადაცემა "შუადღეში" ისაუბრა შემდგენელმა, ინგა ლორიამ.

ინფოარხების ცნობების შეკრება