ვორქშოფი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების საკითხებზე

ვორქშოფი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების საკითხებზე -

ორგანიზაციები: დოკომომო საქართველო, ურბან რეაქტორი და ურბანული გარემოს ლაბორატორია ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელშეწყობით გამართავენ ვორქშოფს. ვორქშოფის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცემათ იმუშაონ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის სამომავლო განვითარების საკითხებზე. 
ვორქშოფის მიზნებია: 
1. სამეცნიერო ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან ერთად, თანამედროვე პროგრესული ბიბლიოთეკების პრაქტიკისა და სამეცნიერო ბიბლიოთეკის წინაშე დღეისათვის არსებული პრობლემების გათვალისწინებით, მომზადდეს ბიბლიოთეკის კ
ონცეპტუალური განვითარების გეგმა;
2. კონცეპტუალური განვითერების გეგმის გათვალისწინებით დამუშავდეს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის სივრცითი განვითარების გეგმა; 
3. დამუშავდეს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მხარდამჭერი საზოგადოებრივი გაერთიანების მიზნები და სამოქმედო გეგმა;
ვორქშოფის დასაწყისში მონაწილეები დაიყოფიან სამ თემატურ ჯგუფად, ვორქშოფის მიზნების შესაბამისად (1. ორგანიზაციული განვითარება; 2. სივრცითი განვითარება; 3. სამოქალაქო ჩართულობა). სამუშაოს მიმდინარეობისას ისინი ინფორმაციის აქტიური გაცვლა-გამოცვლის რეჟიმში დაამუშავებენ სინთეზურ გეგმას, სადაც სამივე კომპონენტი ურთიერთშესაბამისობაში იქნება. სამუშაოს ბოლო ეტაპზე შედეგები შეჯამდება და მიეცემა ერთიანი დოკუმენტის სახე, რომელიც წარმოდგენილი იქნება საჯარო განხილვაზე და დაეგზავნება ხელისუფლების სხვადსახვა ორგანოებს. 
ვორქშოფი გაიმართება 3 და 4 აგვისტოს, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობაში. 

იხ. ვრცლად

[ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა]

Post new comment

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.