საერთაშორისო კომპიუტერული ონლაინ-ცენტრის (OCLC) პრეზენტაცია,
30 და 31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ბიბლიოთეკების საერთაშორისო კომპიუტერული ონლაინ-ცენტრის (OCLC) პრეზენტაცია, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით ჩაატარეს ამავე ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა რაინ ვან ჩარლდორპმა და აღმოსავლეთ რეგიონების კურატორმა ქალბატონმა სეზან ტანმა.
შეხვედრებს დაესწრნენ საქართველოს იმ ბიბლიოთეკების წარმომადგენლები, რომლებიც ელექტრონულ კატალოგებს აწარმოებენ (ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, ეროვნული არქივის ბიბლიოთეკა, ილიას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და ბიბლიოთეკების კონსორციუმის სხვა წევრები) და განიხილეს ცენტრის შეთავაზება თანამშრომლობაზე – საქართველოს ბიბლიოთეკების კატალოგების მოთავსება გლობალურ საბიბლიოთეკო კატალოგში "ვორლდკატში" (WorldCat).
ბიბლიოთეკების საერთაშორისო კომპიუტერული ცენტრი ამერიკული არაკომერციული, კომპიუტერული საბიბლიოთეკო პორტალი და კვლევითი ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიო ინფორმაციის თავისუფალ წვდომას და საბიბლიოთეკო ხარჯების შემცირებას. ორგანიზაციის მისიაა ადამიანებისთვის ცოდნის ხელმისაწვდომობა მსოფლიო ბიბლიოთეკების თანამშრომლობით.
OCLC თანამშრომლობს ისეთ საძიებო სისტემებთან, როგორიცაა Google, Yahoo! და სხვა, რითაც მიიღწევა ის, რომ ამ სისტემებში ჩატარებული ძიების შედეგად ნებისმიერი ქვეყნის მომხარებელი იღებს ინფორმაციას მის მახლობლად არსებული ბიბლიოთეკის ფონდში არსებული საინფორმაციო რესურსების შესახებ.
საქართველოს ბიბლიოთეკების გაწევრიანება ამ სისტემაში სარგებელს მოუტანს როგორც ქართველ მომხმარებლებს, ასევე აამაღლებს ქართული ბიბლიოთეკების და სამეცნიერო შრომების ხილულობას მსოფლიოში.
წარმოდგენილ იქნა აგრეთვე, ცენტრის სხვა სერვისები და მონაცემთა ბაზები: http://connexion.oclc.org/ ; http://www.oclc.org/firstsearch/.
საფუძველი ჩაეყარა ძალიან საინტერესო და სასარგებლო თანამშრომლობას.
ვრცლად ცენტრის ისტორიისა და საქმიანობის შესახებ:
http://www.nplg.gov.ge/geo/events/cetri/id21
http://en.wikipedia.org/wiki/OCLC
http://ru.wikipedia.org/wiki/Online_Computer_Library_Center
Post new comment