ახალი მეგა–პროექტი "ჩემი წიგნი"
საზოგადოებრივ მაუწყებლისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი გადაცემა ლიტერატურის მოყვარულებისათვის. BBC-ის მეგა პროექტი ჩემი წიგნი პირველი არხის ეთერით 2 მარტიდან გავა და ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება. გადაცემის წამყვანი პოეტი რატი ამაღლობელი იქნება.
საუკეთესო წიგნების მარათონი, რომელიც საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელს მოივლის, ადამიანებს თავიდან წააკითხებს ყველა საყვარელ ნაწარმოებს. შეიქმნება ათასკაციანი მკითხველთა კლუბები, და ისინი შემდგომ გამართულ დებატებში თავად გაუწევენ მათ წიგნს ლობირებას. პროექტის მიზანი მოსახლეობაში წიგნიერების განვითარებაა.
ვისაც სურვილი აქვს ჩაერთოს ამ მარათონში, უნდა შეავსოს სააპლიკაციო ფორმა და მიუთითოს 3 საყვარელი წიგნი. ოთხ თვეში მაყურებელი 15 საუკეთესო წიგნი შეარჩევს. პროექტის ბოლოს კი საქართველო ერთ წიგნს აირჩევს, რომელზეც იტყვის რომ „ეს ჩემი წიგნია“
[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]
Post new comment