ახალი ორგანიზაცია - "საქართველოს ლურჯი ფარი"

ახალი ორგანიზაცია - "საქართველოს ლურჯო ფარი" -  

ertsulovneba19-03-2014_13_56_50

 "ერთსულოვნების" ტელეგადაცემაში 

19 მარტს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკში გაიმართა "საქართველოს ლურჯი ფარის" კომიტეტის პრეზენტაცია. იგი წარმოადგენს საქართველოში საერთაშორის "ლურჯი ფარს", რომელსაც  უკვე 24 კომიტეტი აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. 

საერთაშორისო "ლურჯი ფარის" ორგანიზაცია დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობს ოუნესკოს ჰააგის საერთაშორისო კომიტეტის სხდომებში. იგი მთელს მსოფლიოში ახორციელებს ჰააგის კონვენციას და  მუშაობს მუზეუმებში, არქივებსა და ბიბლიოთეკებში ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით.  საქართველოში მისი ერთ-ერთი დამფუძნებელია საქართველოს საბიბლიოთკო ასოციაცია. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა თავიდანვე ჩაერთო ამ ორგანიზაციის საქმიანობაში და პირველი პრეზენტაცია სწორედ საკუთარ შენობაში მოახდინა. დაისახა მომავალი ღონისძიებები – მუზეუმების, არქივებისა და ბიბლიოთკების თანამშომელთა ტრენინგები ეროვნუილი მემკვიდრეობის მოძრავი და უძრავი ძეგლების პრევენციის მიზნით. 

ამ პრეზენტაციის და მომავლის გეგმების შესახებ საქართველოს ლურჯი ფარის ორგანიზაციის დამფუძნებალმა მანანა თევზაძემ და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორმა, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი  ღარიბაშვილმა ისაუბრეს ტელეკომპანია "ერთსულოვნების" ტელეგადაცემაში "შუადღე"

[ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა]

Post new comment

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.