"ეს საოცარი საბავშვო წიგნები"

11 აპრილს 16:00 სთ-ზე, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გაიმართება გამომცემლობა "პალიტრა L"-ის საბავშვო და საყმაწვილო 3D წიგნების სერიის პრეზენტაცია. 

3D წიგნები მოძრავი ჩანართებით ეხმარებიან პატარებს სიუჟეტის უკეთ აღქმაში. მოზარდებს უქმნიან პირველ კარგ შთაბეჭდილებას ნაწარმოების შესახებ და უღვივებენ ინტერესს თემის მიმართ. 


წიგნების ნაწილს მოსდევს შემეცნებითი ვიქტორინები და CD ჩანაწერები.

პრეზენტაციას გაუძღვებიან იდეის ავტორები დაჩი გრძელიშვილი და კოტე იანტბელიძე. 

[ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის Facebook]

Post new comment

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.