"წიგნი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას"

ა.წ. 27-28 დეკემბერს საქართველოს საბიბლიოთკო ასოციაცია, სოფლის ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტის ფარგლებში, გთავაზობთ გამოფენას, სახელწოდებით: „წიგნი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“

ორი დღის განმავლობაში, 10-დან - 18 სთ-მდე, გამომცემლობების მიერ წარმოდგენილი უახლესი ქართული გამოცემებიდან, სოფლის ყველა ბიბლიოთეკას საშუალება ექნება თავად გააკეთოს არჩევანი და შეიძინოს სასურველი ლიტერატურა, თითოეულ ბიბლიოთკაზე გამოყოფილი 500 ლარიანი ვაუჩერის საშუალებით.  ღონისძიება ტარდება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციული კორპუსის საგამოფენო დარბაზში (გუდიაშვილის 7).

საქართველოში ამჟამად  613 საჯარო ბიბლიოთეკაა, რომელთა წიგნადი ფონდი ბოლო წლების განმავლობაში ბიბლიოთეკების მცირე ბიუჯეტის გამო, პრაქტიკულად არ შევსებულა.

პროექტი ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებითა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ორგანიზებით. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: საქართველს საბიბლიოთკო ასოციაცია, საკონტაქტო პირები: 

რუსუდან ასათიანი : 577 43 64 78; ruska110@gela.org.ge
ინა რობაქიძე : 555362924; ina.r@sciencelib.ge

[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

Post new comment

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.