ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში ბიბლიოთეკები გაიხსნა

 21-22 მარტს ხულოს მუნიციპალიტეტის სამ სოფელში ღორჯომში, დიდაჭარაში და ხიხაძირში გაიხსნა სასოფლო ბიბლიოთეკები. დღეს აღნიშნული სოფლის მოსახლეობას, მოსწავლე-ახალგაზრდობას, პედაგოგებს, აბიტურიენტებს ადგილზე შეუძლიათ ისარგებლონ კომპიუტერით, უფასო ინტერნეტით, წიგნებით, ჟურნალ-გაზეთებით. სულ მოკლე დროში ბიბლიოთეკა სოფელ რიყეთშიც აღდგება. 

 მოსახლეობას საშუალება ექნება მოიძიოს და წაიკითხოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია, გამართოს კულტურული ღონისძიებები, დებატები, ჩაატაროს ტრენინგები და თავისუფალი დრო გამოიყენოს საინტერესოდ და შინაარსიანად.


კომპიუტერზაცისა და ინტერნეტიზაციის პროექტები აღნიშნულ სოფლებში ხორციელდება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, საქართველოს პრეზიდენტის, საბიბლიოთეკო ასოციაციისა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ხულოს რაიონის ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით.

სასოფლო ბიბლიოთეკების აღდგენა შემდგომშიც გაგრძელდება.

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია

 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთკა



Post new comment

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.