პრეზენტაცია - "თანამედროვე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა"


სამშაბათს, 24 აპრილს, საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ გამართა პრეზენტაცია თემაზე: „თანამედროვე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა“.



პრეზენტაციაზე განხილულ საკითხთა შორის იყო ილიაუნის ბიბლიოთეკაში არსებული რესურსები, სამეცნიერო ელექტრონული ბაზები; მომხმარებელთა სტატისტიკური მაჩვენებლები; ელექტრონული ბიბლიოთეკის შემადგენელი ტექსტური, ფოტო, ვიდეო და აუდიო საცავი. ასევე, შეთავაზებული იყო რამდენიმე ახალი სერვისი, რომელსაც ბიბლიოთეკა ნერგავს: ელექტრონულ კატალოგში ძიების ერთი ფანჯრის პრინციპი და ღია ელექტრონული რესურსების პოპულარიზაციის მიზნით ე.წ. ელექტრონული წამკითხველებით სარგებლობის სერვისი.


პრეზენტაციის პარალელურად გაიმართა რარიტეტული წიგნების გამოფენა, სადაც მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, XVI-XIX საუკუნეების პერიოდში დაბეჭდილი სხვადასხვაენოვანი იშვიათი გამოცემებისა და უნიკალური ხელნაწერის დათვალიერებისა და თითოეული წიგნის შესახებ მომზადებული ანოტაციების გაცნობის.


წყარო (ფოტოალბომით): http://www.facebook.com/#!/media/set/?set=a.10150779169249932.430838.247471189931&type=1

Post new comment

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.