ტრენინგი ქუთაისში
ქ. ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებაში 3 ივნისს ქუთაისის საბიბლიოთეკო გაერთიანების საქალაქო და საბავშვო ფილიალების თანამაშრომლებისათვის გაიმართა ტრენინგი: ბავშვთა საბიბლიოთეკო მომსახურების შვედური მოდელი. ტრენინგს უძღვებოდა ქ-ნი ირმა მალაციძე -საბავშვო მწერალი, საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდ ,,ლიბოს” ხელმძღვანელი. ქ-ნმა ირმამ ტრენინგის მონაწილეებს შვედური გამოცდილება გაუზიარა, გამოყენებული იყო ვიზუალური მასალაც. ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექცია მადლობას უხდის საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ზემოხსენებული ტრენინგის შემოთავაზებისათვის