საბიბლიოთეკო კვირეულის დახურვა
დღეს საბიბლიოთეკო კვირეული მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხურება. 22 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 16 საათზე გაიმართება პრეზენტაციების კონკურსი თემაზე „საინფორმაციო ტექნოლოგიები - ჩემი ბიბლიოთეკის მოდერნიზაცია“
პრეზენტაციების კონკურსში 7 ბიბლიოთეკა იღებს მონაწილეობას: ბოლნისის მთავარი ბიბლიოთეკა, გურჯაანის საბიბლიოთეკო გაერთიანება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა ნუკრიანის ბიბლიოთეკა, სენაკის ბიბლიოთეკა, თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახური და ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკა
გამარჯვებულებს თვითონ ბიბლიოთეკარები გამოავლენენ ხმის მიცემის პრინციპით.
გამარჯვებულებისთვის პრიზები დააწესა: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკამ/National Library of Georgia, კულტურის სამინისტრომ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ / psda.
Post new comment