თესაუში საბიბლიოთეკო კვირეული დაიწყო

The text size have not been saved, because your browser do not accept cookies.


26 აპრილს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბიბლიოთეკო კვირეული დაიწყო. კვირეული გახსნა საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციამ. კვირეულის გახსნას ესწრებოდნენ თელავის სახელმწიფ უნივერსიტეტის რექტორი თინათინ ჯავახიშვილი, რექტორის თანაშემწე ლელა წიკლაური, ადამინისტრაციის ხელმძღვანელი ჰამლეტ რზმაძე, მედიის წარმომადგენლები და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები. ასოციაციის ელექტრონული საინფორმაციო რესურსების მართვის მენეჯერმა თამარ ხახუტაშვილმა გამართა მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა გამომცემლობის მონაცემთა ბაზებისა და ელექტრონული წიგნების პრეზენტაცია. მან ისაუბრა ისეთ ცნობილ ელექტრონულ ბაზებზე, როგორებიცაა კემბრიჯის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზა, ჟურნალებისა და საცნობო გამოცემების უდიდესი კოლექცია (EBSCO Publishing),ბრიტანეთის ონლაინ ენციკლოპედია (Encyclopaedia Britannica). „ახალი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ მსოფლიოს კულტურის, მეცნიერების, ტექნიკის მიღწევები. საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ერთერთი მიზანია საერთაშორისო საზოგადოებას გააცნოს ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური და მხატვრული შემოქმედების მიღწევები.ჩვენი ასოციაციის მხარდაჭერით ხორციელდება სხვადსხვა მნიშვნელოვანო პროექტი, მათ შორის „ელექტრონული ინფორმაცია ბიბლიოთეკარისთვის“.
ვრცლად: http://tesau.edu.ge/?p=4437

Post new comment

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.