საერთაშორისო ორგანიზაცია „Euromonitor International“–ის სერვისების პრეზენტაცია საქართველოში
ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო!
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია 23 მაისს 16 საათზე გიწვევთ საერთაშორისო ორგანიზაცია ”Euromonitor International Ltd”-ს მონაცემთა ბაზების და სერვისების პრეზენტაციაზე.
პრეზენტაციას ჩაატარებს „Euromonitor International“–ის კლიენტების მოზიდვის მენეჯერი ცენტრალურ, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ევროპაში ქალბატონი ეკატერინა ბონდარენკო. ორგანიზაცია აწარმოებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ეკონომიკისა და ფინანსების, კულტურისა და განათლების კვლევას და ანალიზს 30–მდე ინდიკატორის მიხედვით.
კომპანია ”Euromonitor International”-ის სერვისი სხვა ანალოგიურისგან განსხვავდება იმით, რომ ისინი არა მხოლოდ მშრალ მონაცემებს აქვეყნებენ, არამედ აკეთებენ მათ დეტალურ ანალიზს (ამაში ჩართულია სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტი) და საკონსულტაციო მომსახურებასაც აწარმოებს ნებისმიერ დარგში ან ქვეყნების ჯგუფზე.
პრეზენტაცია გაიმართება ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის 1 კორპუსში, მისამართი: მ. ალექსიძის ქ. ¼