თავისუფალი წვდომის პროგრამის დანერგვისა და განვითარების სტრატეგია საქართველოში

The text size have not been saved, because your browser do not accept cookies.

 თავისუფალი წვდომის პროგრამის ძირითადი მიზანია თავისუფალი წვდომის ციფრული რეპოზიტორიუმების შექმნა და მათი შენახვის უზრუნველყოფა, სადაც ციფრული მასალა შეიძლება განთავსდეს როგორც პროგრამის კოორდინატორის, ასევე ავტორების მიერ.თავისუფალი წვდომის კამპანიის წარმატებით ჩასატარებლად პირველ რიგში საჭიროა საერთაშორისო გამოცდილებისა და ადამიანური და ტექნიკური რესურსების კვლევა, რაც შეძლებისდაგვარად ხორციელდება პროგრამის დაწყების დღიდან. ასევე პროგრამის რეალიზაციის გეგმის შემუშავება და შეთავაზების მომზადება სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის. ყალიბდება ასევე სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფალი წვდომის პროგრამის ორგანიზებას, რეპოზიტორიუმის ადმინისტრირებას და თავისუფალი წვდომის პოლიტიკის პროპაგანდას. სამუშაო ჯგუფი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 4 წევრისაგან, ესენია: • მენეჯერი• IT სპეციალისტი• თარჯიმანი• იურისტითავისუფალი წვდომის პროგრამის მთავარი მიზანია ციფრული რეპოზიტორიუმის შექმნა, რომელშიც მეცნიერები და სხვადასხვა ორგანიზაციები მოახდენენ ე.წ. თვითარქივაციას ანუ დეპონირებას (თვითარქივაცია ნიშნავს მეცნიერის ან მკვლევარის მიერ ციფრული დოკუმენტის დეპონირებას, ანუ ატვირთვას ყველასათვის ხელმისაწვდომ ვებ გვერდზე, სასურველია OAI თავსებადი Dspace. http://www.dspace.org/  დეპონირებაში იგულისხმება მარტივი ვებ ინტერფეისი, რომელშიც მომხმარებელი,  მარტივი Copy/Paste -ის გამოყენებით შეიყვანს მეტამონაცემებს (თარიღს, ავტორს, სათაურს და ა.შ.) და დაურთავს მას სრულ ტექსტს. პირველი სტატიის დეპონირებას ჭირდება ზუსტად 10 წუთი, ყოველი მომდევნოს კი ნაკლები.  EIFL OA Georgia-ს კოორდინატორებს შეუძლიათ ატვირთონ დოკუმენტები ავტორის მაგივრად, თუ ეს მისი სურვილი იქნება.)ციფრული რეპოზიტორიუმისათვის შეირჩა პროგრამული უზრუნველყოფა Dspace, რომელიც უკვე დაყენებულია საბიბლიოთეკო ასოციაციის სერვერზე და სულ მალე დაიწყება კონკრეტულად ორგანიზაციებთან მუშაობა და მათი მოტივირება რომ განათავსონ თავიანთი სამეცნიერო ნაშრომები თავისუფალ წვდომაში.საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში უკვე დაინერგა Dspace და მასში უკვე განთავსებულია 2000 – მდე ციფრული დოკუმენტი თავისუფალ წვდომაში. ასევე 2000–მდე დოკუმენტია განთავსებული ეროვნული ბიბლიოთეკის „ბეჭდური არქივის კოლექციაში“ რომელიც ატვირთულია ეროვნულ ბიბლიოთეკაში შექმნილ პროგრამულ უზრუნველყოფაში. არ არის გამორიცხული მათი სამომავლოდ Dspace-ში იმპორტირება. საბიბლიოთეკო ასოციაციის სერვერზე ასევე დაყენებულია OJS (Open Journal System), რომელიც ახლო მომავალში შესთავაზებს ორგანიზაციებს, მეცნიერებსა და სტუდენტებს თავის მომსახურეობას. ორივე რეპოზიტორიუმისათვის შეირჩევა სახელები და დარეგისტრირდება საერთაშორისო harvester და საძიებო სისტემებში. მას შემდეგ რაც ორივე რეპოზიტორიუმი იქნება მზა მათგან თანხმობის მიღება თანამშრომლობაზე. სასურველია ასევე ბერლინის დეკლარაციის სიმბოლური ხელმოწერა. დ სამუშაოდ, იგეგმება შეთავაზების პრეზენტაცია ორგანიზაციების მმართველ პირებთან და თანამშრომლებთან, რეპოზიტორიუმის მნიშვნელობის განმარტება დათავისუფალი წვდომის პროგრამის განხორციელებას თან უნდა ახლდეს OA-ზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხების შემუშავება, საავტორო უფლებების განმარტება, ორგანიზაციებთან მუდმივი კომუნიკაცია და reminder-ები. თვითარქივაციის (self-Archiving) შესახებ ტრეინინგები.თავისუფალი წვდომის პროგრამის მუშაობა ასევე გულისხმობს ორგანიზაციების, ავტორებისა და ციფრული რეპოზიტორიუმის მომხმარებელთათვის ახალ ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფას, რეპოზიტორიუმის მოხმარების სტატისტიკის მიწოდებას ავტორებისა და ორგანიზაციების მმართველობისათვის (შეიძლება გაიგზავნოს ყოველწლიური ანგარიში), მოხმარების მონიტორინგის ჩატარებას, ავტორების წასახალისებლად რაიმე პრინციპით ნაშრომების შერჩევასა და გარკვეულ დროის მონაკვეთებში წიგნად გამოცემას (მაგ. წელიწადში ერთხელ). თავისუფალი წვდომის პროგრამა ახორციელებს თავისი საქმიანობის რეკლამირებას: საბიბლიოთეკო ასოციაციის ვებგვერდისა და  სოციალური ქსელების მეშვეობით. იგეგმება ინფორმაციის გავრცელება Wikipedia-ში და YouTube-ში სარეკლამო ვიდეორგოლების დამატება.  ტარდება სემინარები, ტრეინინგები – როგორც ადგილობრივი ძალებით ასევე მოწვეული სპეციალისტების დახმარებით.  

Post new comment

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.