ტრენინგი ბიბლიოთეკარებისათვის
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციამ ჩაატარა მორიგი ტრენინგი ბიბლიოთეკარებისათვის.
ამ ორკვირიან კურსს დაესწრო თბილისის, რუსთავის, მარნეულის ბიბლიოთეკარები, სულ 23 მონაწილე, მათ შორის სასკოლო, საუნივერსიტეტო და საჯარო ბიბლიოთეკების წარმომადგენლები.
ტრენინგის თემატიკებია: კატალოგიზაცია, კლასიფიკაცია, ბიბლიოთეკების მართვა, ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა, ელექტრონული რესურსები და სერვისები ბიბლიოთეკებში, საცავების მოწყობა და მართვა, პროექტების მართვა, გრანტები და სხვა.
ყველა მონაწილემ წარმატებით გაიარა კურსი და ახალი პრაქტიკული თუ თეორიული ცოდნა მიიღო.
სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი - ციცო ქველიძე (591174110).
Post new comment