„ცოცხალი ბიბლიოთეკა“ - სახეები

The text size have not been saved, because your browser do not accept cookies.


      „ცოცხალი ბიბლიოთეკა“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ტრადიციულ ღონისძიებათა რიცხვს მიეკუთვნება. წელს იგი მეორედ ჩატარდა და კვლავ საზოგადოების დიდი რეზონანსი გამოიწვია. ამის დასტურია  ჩვენი ბიბლიოთეკის შთაბეჭდილების წიგნში გაკეთებული ჩანაწერები. http://centraluribiblioteka.blogspot.com/
     ღონისძიების მიმდინარეობის განმავლობაში ჩვენმა მოხალისეებმა ცენტრალური ქუჩის სხვადასხვა ადგილებში გაავრცელეს ბუკლეტები და დააინფორმირეს გამვლელ-გამომვლელი. დაინტერესებული მკითხველი კატალოგიდან ირჩევდა სასურველ ''ცოცხალ წიგნს'' და მიდიოდა მასთან.
     ორი საათის განმავლობაში ზუგდიდის ცენტრალურ სკვერში დაინტერესებული მკითხველი გაესაუბრა ცოცხალ წიგნებს ანუ ადამიანებს, რომელთა პირადი თუ პროფესიული საქმიანობა მისაბაძი და საინტერესოა ყველასათვის. იყვნენ ისეთებიც, რომელთა ხედვა გარკვეულწილად ინოვაციაა ჩვენი ქალაქის სივრცისათვის. „ცოცხალი წიგნების სტატუსით მოწვეული ადამიანები“-მოძღვარი, უცხოელი მოხალისე მასწავლებელი, ცოტნე დადიანის დარბაზი, პანტომიმის მსახიობი, უცხოელების კოორდინატორი, წიგნის მოყვარული(მკითხველი), მრავალშვილიანი დედა პირისპირ ესაუბრებოდნენ მკითხველებს შერჩეულ თემატიკაზე.
    ღონისძიების მიზანი-ახალგაზრდებს მივაწოდოთ ზეპირი საინტერესო ინფორმაცია, პირადი საუბრებით ჩამოვუყალიბოთ შეხედულებები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით-წარმატებით განხორციელდა.   
       ბიბლიოთეკარებმა გააფორმეს 40 ახალი მკითხველი. განსაკუთრებით ჭარბობდნენ ახალგაზრდები, იყვნენ შორიდან მოცქირალნიც:)), მაგრამ იმედია მომავალში ისინიც მოერგებიან ამ ფორმატს. მკითხველთა დიდი რაოდენობა ჰყავდა მოძღვარს, პანტომიმის მსახიობსა და უცხოელ მოხალისე მასწავლებელს.
      დავაწესეთ სიგელი, რომელიც გადაეცა ყველაზე აქტიურ მკითხველს(ვინც მეტ „ცოხალ წიგნს წაიკითხავდა).
      მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ადამიანებს, რომლებმაც ცოცხალი წიგნების სტატუსით თავიანთი ცოდნა და გამოცდილება უანგაროდ გაუზიარეს ჩვენს მკითხველებს.
მადლობა მათ! დეკანოზ ანდრია კემულარიას, პიტერ ბოჰანს, ზეინაბ თოდუას, გრიშა ეხვაიას, გიორგი ქობალიას, ირაკლი გულუასა და ანი მალანიას!
მადლობა ჩვენს მოხალისეებს-ჩვენი ბიბლიოთეკის მკითხველებს-თამარ ქირიას, მარიამ ქარჩავასა და დათა ციკუტანიას აქტიური თანამშრომლობისათვის!
   ღონისძიება გაშუქდა ადგილობრივი პრესისა და ტელერადიოკომპანიების მიერ.
http://odishi.ge/sainformacio-sazogadoeba/866-7-cocxali-biblioteka-saxee...
http://www.facebook.com/pages/ZugdidilibTV/356009437807362?ref=hl
    
ირმა კვირკვია, ზუგდიდი

Post new comment

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.