ანდროიდის აპლიკაცია: Moodstanza - ლექსები განწყობისათვის!
https://play.google.com/store/apps/details?id=air.com.gipa.moodstanza
წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთკისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ერთობლივ პროექტს – ბიბლიოთეკის ბაზაზე შექმნილი ახალი აპლიკაციას ანდროიდისთვის.
ამ აპლიკაციის ჩამოტვირთვით საშუალება გაძლევათ შეუსაბამოთ თქვენს განწყობას ქართული ლიტერატურის ნიმუშებიდან ამოკრეფილი სტრიქონები. ასევე – განწყობის ან ამინდის გამოსახულების არჩევით შეცვალოთ ლექსის სტროფი, ხოლო სურვილის შემთხვევაში კი, მისი გაგრძელება ინტერნეტში წაიკითხოთ.
გადაიკითხეთ ნაცნობი სტრიქონები და როცა "გული სწუხს და სწუხს... გარეთ წვიმს და წვიმს", მოწყენილი ხართ და არ იცით რა აკეთოთ, დაუბრუნდით ჩამოტვირთულ აპლიკაციას და არჩევანი თქვენზეა, იკითხეთ "ყოველ დროს, ყოველთვის, ყოველგან!"
Post new comment