მონაცემთა ბაზების პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში
11 მაისს 12 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის მონაცემთა ბაზების და სხვადასხვა სერვისების პრეზენტაცია.
პრეზენტაცია ჩაატარა საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ელექტრონული საინფორმაციო რესურსების მართვის მენეჯერმა თამარ ხახუტაშვილმა.
პრეზენტაციაზე საუბარი იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გამოწერილ ელექტრონული მონაცემთა ბაზებზე. კერძოდ:
EBSCOHost (EBSCO, ბოსტონი, აშშ)
http://search.epnet.com
კემბრიჯის უნივერსიტეტის ჟურნალები
ბრიტანეთის სამეფო სამეცნიერო საზოგადოების ჟურნალები
http://royalsocietypublishing.org/journals
BioOne (სამეცნიერო სტატიების მონაცემთა ბაზა ბიოლოგიის სფეროში)
New England Journal of Medicine
ასევე საუბარი იყო საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის სხვა პროექტებზეც, სტატიების შეღავათიან ფასებში მოწოდებასა და პირიქით – მათ გამოქვეყნებაზე უცხოეთის მაღალრეიტინგიან რეფერირებად ჟურნალებში.
Post new comment