პროექტი "ფიროსმანი" - ახალი კოლექცია, სურათები
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა წარმოგიდგენთ ახალ პროექტს სახელწოდებით "ფიროსმანი". პროექტის მიზანია, აღმოაჩინოს და შეაგროვოს სხვადასხვა ოჯახში ან დაწესებულებაში დაცული, ან გამოცემებში დაბეჭდილი, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ხელოვნების ნიმუშების ციფრული ვერსიები. მეგობრებო, გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა "ფიროსმანის" შექმნაში. ბიბლიოთეკა თქვენთვის ხელმისაწვდომ ხელოვნების ნიმუშებს ახალ სიცოცხლეს შეძენს. თქვენივე სურვილით, ეს ციფრული ვერსიები შეიძლება დაიდოს თავისუფალ წვდომაში, ინტერნეტში ან ინტრანეტში.
პროექტში მონაწილეობის მსურველები გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: 2971602, 599503726 (მობ) ან დაუკავშირდით "ივერიელის" ადმინისტრატორს.
[საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა/National Library of Georgia-ში].
Post new comment