ახალი ლექსიკონი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიულ ცენტრში, თავდაცვის ეროვნული აკადემიის სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა ინგლისურ-ქართული სამხედრო ლექსიკონი.
ლექსიკონში შეტანილია თანამედროვე ამერიკული, ბრიტანული და საერთაშორისო საბაზო 9 400 ტერმინი ისეთი სფეროებიდან, როგორიცაა: ტაქტიკა, ოპერაციები, მანევრები, წვრთნები, შენაერთები, პერსონალი, წოდებები, ტრანსპორტი, იარაღი, აღჭურვილობა, ლოგისტიკა და სხვა. ლექსიკონში სამხედრო ტერმინებთან ერთად წარმოდგენილია საავიაციო, საზღვაო, რადიო, ტექნიკური, კარტოგრაფიული, აგრეთვე სამხედრო-პოლიტიკური და ნატოსთან დაკავშირებული ტერმინები.
წყარო: [ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა]
Post new comment