Reply to comment
ირინა კუჩმას პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში
მოგესალმებით,
გაცნობებთ რომ საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის მოწვევით ჩამოდის ქალბატონი ირინა კუჩმა (უკრაინა), საერთაშორისო ორგანიზაცია EIFL - ის თავისუფალი წვდომის (Open Access) პროგრამის მენეჯერი რომელიც ჩაატარებს პრეზენტაციებს ორი დღის განმავლობაში და შეხვდება სხვადასხვა ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ პირებს.
პრეზენტაციები ჩატარდება ორი დღის განმავლობაში:
1. 28 ივნისს, ხუთშაბათს 11 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (საკონფერენციო დარბაზი).
თემა: თავისუფალი წვდომა. ეროვნული სტრატეგია. პროგრამული პაკეტები Dspace და OJS.
2. 29 ივნისს, პარასკევს 11 საათზე თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში (1 კორპუსის 214 აუდიტორია)
თემა: თავისუფალი წვდომა და სამეცნიერო კომუნიკაცია. პროგრამული საშუალებები და პრაქტიკული მაგალითები.
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად წარადგენს საქართველოში თავისუფალი წვდომის პროგრამის განვითარების გეგმას.