Reply to comment
სამეცნიერო კრებული ”წელიწდეული”
2009 წლიდან ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკა გამოსცემს სამეცნიერო კრებულს ”წელიწდეული.” ამჟამად დაბეჭდილია 3 ტომი. კრებულში თავმოყრილია ბიბლიოთეკის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები და რეცენზირებული ქართველოლოგიური (ენათმეცნიერული, ლიტერატურათმცოდნეობითი, ფოლკლორული, ისტორიოგრაფიული, კულტუროლოგიური, ეთნოლოგიური...) გამოკვლევები.
სარედაქციო საბჭო: იოსებ ასათიანი (ინგლისური ტექსტის რედაქტორი), ნომადი ბართაია, მერაბ ბერიძე, მერაბ გვაზავა, ეკა დადიანი, ზურაბ თოდუა, რუსუდან კაშია, მერაბ კეზევაძე, მაია მიქაუტაძე (რედაქტორი), ტარიელ ფუტკარაძე (მთავარი რედაქტორი), ლეილა ქველიძე, რიტა წაქაძე (პასუხისმგებელი მდივანი), ამირან ხვადაგიანი, სტივენ ჯონსი.