Reply to comment
საქართველოს ბიბლიოთეკების კვირეული - 2012 - National Library Week
იპოვე შენი მომავალი ბიბლიოთეკაში - თქვენი ბიბლიოთეკა
ბიბლიოთეკების კვირეული გაიხსნება 23 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. კვირეულის ძირითადი თემებია ელექტრონული ბიბლიოთეკები და ბიბლიოთეკა ბავშვებისთვის.
საქართველოში ბიბლიოთეკების კვირეულები ტარდება 2002 წლიდან. მათი ინიცატორი და მთავარი ორგანიზატორია საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია.
ბიბლიოთეკების კვირეულების მიზანია: წარმოაჩინონ თანამედროვე ქართული ბიბლიოთეკების მიღწევები, იდეები, ინოვაციები თუ პრობლემები; უკეთ გააცნონ ისინი ფართო საზოგადოებას.
ანალოგიური ღონისძიებები ტარდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში "ბიბლიოთეკების კვირეულების" ან "ბიბლიოთეკების დღეების" სახელწოდებით.
იპოვე შენი მომავალი ბიბლიოთეკაში
საქართველოს ბიბლიოთეკების კვირეული
ვთავაზობთ ყველა ორგანიზაციას და პირს, რომელიც დაინტერესებულია ბიბლიოთეკების განვითარებით მიიღოს მონაწილეობა "ბიბლიოთეკების კვირეულში”, რომელიც ჩატარდება 2012 წლის 23 აპრილიდან 30 აპრილამდე საქართველოს ყველა ქალაქსა და რეგიონში.
2012 წლის კვირეულის დევიზია „იპოვე შენი მომავალი ბიბლიოთეკაში“, ხოლო „კვირეულების“ ტრადიციული დევიზი – „თქვენი ბიბლიოთეკა“.
წელს ჩვენი მთავარი თემებია: „ელექტრონული ბიბლიოთეკები“ და „ბიბლიოთეკები ბავშვებისათვის“.
ტრადიციულად კვირეულის დროს საქართველოს ყველა ქალაქისა თუ რეგიონის ბიბლიოთეკებში ტარდება საინტერესო ღონისძიებები - მხატვრული თუ ფოტო გამოფენები, შეხვედრებს მწერლებთან, პოლიტიკოსებთან, საზოგადო მოღვაწეებთან თუ საინტერესო პიროვნებებთან, კონკურსები, სემინარები, დისკუსიები, საქველმოქმედო აქციები.
კვირეული წარმოაჩენს ბიბლიოთეკების პრობლემებს, მიღწევებსა და მისწრაფებებს, ღია დიალოგის გზით დასახავს მათი დიდი პოტენციალის ოპტიმალური გამოყენებისა გზებს.
გთავაზობთ მიიღოთ მონაწილეობა ამ კვირეულში, ანუ:
- შემოგვთავაზეთ თუ რა ღონისძიების ჩატარება გსურთ და რომელ ბიბლიოთეკაში – შესაძლებელია თქვენი ორგანიზაციის, გამოცემების, სერვისი ან საქმიანობის პრეზენტაცია, გამოფენები, აქციები და სხვა, რაც თქვენთვისაც მნიშვნელოვანია და ბიბლიოთეკასაც ახალი კუთხით წარმოაჩენს. მივესალმებით ყოველგვარ საინტერესო იდეას.
- უბრალოდ დაესწარით თქვენთვის საინტერესო ღონისძიებებს.
კვირეული ზრდის ბიბლიოთეკებისადმი საზოგადოების ინტერესს და ამავე დროს გვეხმარება უკეთ შევისწავლოთ ჩვენი მკითხველების მოთხოვნილებები, გავაუმჯობესოთ მომსახურება და ხელი შევუწყოთ ბიბლიოთეკისა და საზოგადოების თანამშრომლობის ახალი ფორმების ჩამოყალიბებას, ქართული ბიბლიოთეკების კულტურისა და განათლების, პიროვნული განვითარებისა კერებად გადაქცევას.
კვირეულის გეგმის დაზუსტებისთანავე, ანუ აპრილის დასაწყისში, იგი დაიბეჭდება ბროშურების სახით და გასავრცელებლად გადაეცემა ბიბლიოთეკებს. ყველა მსურველს ექნება საშუალება გაეცნოს მას და შეარჩიოს მისთვის საინტერესო დღე და ღონისძიება. შესაძლებელია მასში თქვენი ღონისძებაც აღმოჩნდეს!
"თქვენი ბიბლიოთეკა" მრავალ არსებით შეკითხვაზე გაგცემთ პასუხს.
გელით „თქვენი ბიბლიოთეკა“.