ჟურნალი "საქართველოს ბიბლიოთეკა"
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ინიციატივით 2001 წელს დაარსდა პირველი ქართული საბიბლიოთეკო ჟურნალი "საქართველოს ბიბლიოთეკა".
ჟურნალი კვარტალში ერთხელ გამოდის.
იგი მრავალფეროვანი შინაარსისაა: საბიბლიოთეკო სიახლეები, ღონისძიებები, პრობლემები, მიღწევები, პროფესიონალის რჩევები, ბიბლიოთეკართა ბიოგრაფიები, მათი მხატვრული შემოქმედება, კრიტიკა, ფოტო-ალბომები და მრავალი სხვა რუბრიკა.
ჟურნალის მთავარი რედაქტორია პროფ. ალექსანდრე ლორია
რედაქცია: გურამ თაყნიაშვილი, გულნარა სტურუა.
ISSN: 1512-0880
ჟურნალის გამოწერა შესაძლებელია სააგენტო "მაცნეს" საშუალებით.