როგორ ჩატარდა 2012 წლის "ბიბლიოთეკების კვირეული"

ჩემი აზრით, კარგი იქნება თუ ვიმსჯელებთ იმაზე, თუ როგორ ჩატარდა 2012 წლის კვირეული. მაგალითად რა მოხდა თქვენთან საინტერესო ისეთი, რაც მეგობრებსაც დააინტერესებდა? რა შეიძლება შეიცვალოს "კვირეულების" ჩატარების ფორმაში? რა იდეები გაქვთ მომავლისათვის? რა პრობლემები წარმოაჩინა კვირეულმა? ვინ იყო თქვენი "კვირეულის გმირი"? და სხვა...


მე მომეწონა (როგორც ვხვდები) ზუგდიდის ბიბლიოთეკის ერთ-ერთი მკითხველის თუ მეგობრის წერილი: "მადლობა თქვენ და თქვენს გუნდს საინტერესო წინადადებისა და პროექტებისათვის... ზუგდიდელები უკვე გრძნობენ, რომ ბიბლიოთეკა მარტო სპეციფიკური სუნის გაყვითლებული ფოლიანტების სამყარო კი არ არის, არამედ ის ცოცხალი, ლაღი ორგანიზმია, რომელიც ამ ფოლი...ანტებმა შვა და ახლა დროის შესაბამისად იზრდება და ვითარდება. სადაც ყველა ასაკის ადამიანი პოულობს საკუთარ თავს და ადგილს, როგორც ეს თქვენი კვირეულის ჰედლაინში მოიაზრება-"იპოვე შენი მომავალი ბიბლიოთეკაში"".


გთხოვთ, თქვენც გამოხატოთ აზრი!


ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.