Eifl: OA Georgia - თავისუფალი წვდომის პროგრამა

oa Geo


პროგრამის მისია


უმეტესობა კვლევებისა იბეჭდება კომერციულ ელექტრონულ თუ ნაბეჭდ ჟურნალებში, რომელთა გამოწერა და შეძენა მომხმარებლისათვის საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამ თანხის გადახდა კი რთულია განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების მოსახლეობისათვის. 


ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომა - ეს არის რეცენზირებული კვლევითი ლიტერატურის მოძიების პირდაპირი, შეუზღუდავი და უფასო საშუალება ინტერნეტის მეშვეობით. იგი იძლევა კვლევითი ლიტერატურის მაქსიმალური გავრცელების საშუალებას.


ჩვენი მიზანია ინფორმაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა, რაც ხელს შეუწყობს ცოდნის თავისუფალ და უფასო გაზიარებას. 


Eifl-Oa: open access Georgia მიზნად ისახავს თავისუფალი წვდომის ციფრული რეპოზიტორიუმების შექმნას და მათი შენახვის უზრუნველყოფას. თავისუფალი წვდომის ციფრული რეპოზიტორიუმი არის იგივე ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომელშიც შეიძლება განთავსდეს სამეცნიერო კვლევის შედეგები, სხვადასხვა სასწავლო ლიტერატურა, რეცენზირებული სტატიები, პრეზენტაციები კონფერენციებიდან, ანოტირებული გამოსახულებები, აუდიო-ვიდეო კლიპები და სხვა. 


თავისუფალი წვდომის ციფრულ რეპოზიტორიუმში მასალა შეიძლება განთავსდეს როგორც პროგრამის კოორდინატორის, ასევე ავტორების მიერ. 


განმარტება


EIFL - Electronic Information For Libraries, 


ელექტრონული ინფორმაცია ბიბლიოთეკებისათვის


 


ეს არის ელექტრონული ბიბლიოთეკების მეშვეობით ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომის საშუალება განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების მოსახლეობისათვის.


ეს პროგრამა თანამშრომლობს ბიბლიოთეკებთან და სხვადასხვა ინსტიტუციებთან 55 და მეტ ქვეყანაში: აფრიკა, აზია, ევროპასა და ლათინური ამერიკაში. უზრუნველყოფს ინფორმაციაზე თავისუფალ წვდომას განათლების, სწავლების, კვლევებისა და საზოგადოების განვითარების სფეროში. პროგრამის მიზანია თავისუფალი წვდომის ელექტრონული საცავების შექმნა და ელექტრონული მასალის დიდი ხნით შენახვის უზრუნველყოფა.