ბიბლიოთეკარების კვალიფიკაციის ამაღლების კურსები
ბიბლიოთეკარების კვალიფიკაციის ამაღლების კურსები
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია რეგულარულად ატარებს ბიბლიოთეკარების კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო კურსებს. კურსი განკუთვნილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბიბლიოთეკარებისათვის. მისი ხანგრძლივობაა 2 კვირა (შაბათ–კვირას დასვენება). გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
ასოციაცია მუდმივად ცდილობს თანამედროვე სტანდარტების დანერგვას საქართველოს სხვადასხვა ბიბლიოთეკებში და სწორედ ამ მიზანს ემსახურება აღნიშნული კურსი.
სწავლების პროგრამაში შედის ისეთი საკითხები როგორიცაა:
საბიბლიოთეკო მენეჯმენტი;
ახალი სიანფორმაციო ტექნოლოგიები ბიბლიოთეკებში;
სიახლეები საბიბლიოთეკო საქმეში;
საზოგადოებასთან ურთიერთობა;
საბიბლიოთეკო კლასიფიკაცია;
ელექტრონული კატალოგების წარმოება;
ინტერნეტ-სერვისები, პროექტები და გრანტები და სხვა.