ქართული ბიბლიოთეკების ამბები

<a href="https://www.facebook.com/photo


ციფრული ფოტომატიანე (ეროვნული ბიბლიოთეკა და ჯეოსელი)
,, წითელი დროშით, მოღერილ ყელით, თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით შემოდიოდა სიკვდილი ცელით! თოვდა… და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი! '' ამ ამბიდან ჯერ ასი წელიც არ გასულა. ჩვენ კი ხან გვინდა თვალი მოვუხუჭოთ, ფიქრი მოვატყუოთ. ეს ოფიცრები კი ისევ ასე გვიყურებენ - რუსეთის საოკუპაციო ჯარი თბილისში, 1921 წლის 25 თებერვალი ჩვენი პროექტი @[522440774527515:274:ციფრული ფოტომატიანე] http://www.photomatiane.ge/

&#x10de;&#x10e0;&#x10d4;&#x10d6;&#x10d8;&#x10d3;&#x10d4;&#x10dc;&#x10e2;&#x10d8;&#x10e1; &#x10e1;&#x10d0;&#x10e9;&#x10e3;&#x10e5;&#x10d0;&#x10e0;&#x10d8; &#x10e1;&#x10dd;&#x10e4;&#x10d4;&#x10da; &#x10e3;&#x10e9;&#x10ee;&#x10dd;&#x10e1; &#x10d1;&#x10d8;&#x

პრეზიდენტის საჩუქარი სოფელ უჩხოს ბიბლიოთეკას :)

https://fbcdn-sphotos-c-a.akamaihd.net/hphotos-ak-xpt1/v/t1.0-9/p100x100/10981864_1538700343084596_5058421604685342945_n.jpg?oh=1e69d956b386ac2c7acdfe5eccde56e1&oe=55DC20BD&__gda__=1436309937_bf7351117986fbc7483911ae20c9179f

უჩხოს საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა

უჩხოს საჯარო ბიბლიოთეკის მკითხველები ერთი კვირა ველოდებოდით ახალი წიგნების შემოტანას. 2014 წლის 29 დეკემბერს ბიბლიოთეკის პატარა მკითხველებმა, ბიბლიოთეკაში ნაძვის ხესთან, თოვლის ბაბუასთან გასაგზავნი ბარათები დააწყვეს. თოვლის ბაბუას სთხოვდნენ სკოლის ბიბლიოთეკისთვის ეჩუქებინათ წიგნების სერია დისნეის ფერადი სამყარო, ქართული ხალხური ზღაპრები, ასევე დიდი ქართველებისა და მსოფლიო გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიები, რომლებიც მათ ასაკზე იქნებოდა მორგებული. მოძრავნახატებიანი, ხმოვანი და მაგნიტურ ფიგურებიანი წიგნები. ლექსიკონები, ცნობარები,ატლასები, შემეცნებითი ლიტერატურა. უფროსებს სურდათ ისტორიის ილუსტრირებული წიგნები და ქართველ და უცხოელ ავტორთა რჩეული ნაწარმოებები. ამ ოცნების ნაწილი აუსრულდათ, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტს ქალბატონ რუსუდან ასათიანს, რომელმაც ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკას გამოუყო პრეზიდენტის პროგრამით გათვალისწინებული 500 ლარიანი ვაუჩერი ,,წიგნი ყველა სოფელს“ და ჩვენ მოგვცა საშუალება აგვერჩია გამოსაწერად ჩვენთვის სასურველი ლიტერატურა(116 ცალი), რაშიც დაგვეხმარა სკოლის ბიბლიოთეკარი ეთერი აბულაძე, რომელიც იყო შუამავალი ჩვენსა და საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტს შორის. დიდ მადლობას გიხდით ქალბატონო რუსუდან უჩხოს საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის მკითხველები, სკოლის დირექტორი ქალბატონი მერი თავართქილაძე, სკოლის ბიბლიოთეკარი ეთერი აბულაძე, პედაგოგიური კოლექტივი და სოფლის მოსახლეობა, ჩვენ თქვენ მომავალ თაობას მოგვეცით საშუალება, ისეთი წიგნები გვქონოდა, რომელიც არის შედგენილი თანამედროვე მეთოდიკის გათვალისწინებით, რაც ჩვენ სკოლაში საგნების უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება და ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე გაგვცემენ პასუხს. თქვენ ამ წიგნების სახით გვაჩუქეთ დიდი განძი ცოდნა, რომელსაც ვერავინ წაგვართვამს და არც არასოდეს დაგვეკარგება. უკეთესი საქმეები გეკეთებინოთ მომავალი თაობების განათლების საქმეში. დიდი მადლობა! გაიხარეთ! უჩხოს საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში ჩამოყალიბებული სასკოლო კლუბ ,,განათლებული მომავალის“ პრეზიდენტი მარიკა სოლომონიძე.

ხუთ, 01/01/1970 - 04:00
ინფოარხების ცნობების შეკრება