ღონისძიებები
იპოვე შენი მომავალი ბიბლიოთეკაში - თქვენი ბიბლიოთეკა
ბიბლიოთეკების კვირეული გაიხსნება 23 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. კვირეულის ძირითადი თემებია ელექტრონული ბიბლიოთეკები და ბიბლიოთეკა ბავშვებისთვის.
საქართველოში ბიბლიოთეკების კვირეულები ტარდება 2002 წლიდან. მათი ინიცატორი და მთავარი ორგანიზატორია საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია.
ბიბლიოთეკების კვირეულების მიზანია: წარმოაჩინონ თანამედროვე ქართული ბიბლიოთეკების მიღწევები, იდეები, ინოვაციები თუ პრობლემები; უკეთ გააცნონ ისინი ფართო საზოგადოებას.
ანალოგიური ღონისძიებები ტარდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში "ბიბლიოთეკების კვირეულების" ან "ბიბლიოთეკების დღეების" სახელწოდებით.
30 აპრილს თბილისის მთავარი ბიბლიოთეკაში
ბიბლიოთეკების კვირეულის დახურვა
ტოვსტონოგოვის ქ. 1
4 მაისს 16 საათზე თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა სერბეთის კონსორციუმის (KOBSON) ხელმძღვანელთან, სერბეთის ეროვნული ბიბლიოთეკის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსთან ქალბატონ ბილიანა კოსანოვიჩთან.
ქალბატონი ბილიანა გაგვაცნობს სერბეთის კონსორციუმის სტრუქტურას, მუშაობის გამოცდილებას და სხვადასხვა სერვისებს, მათ შორის მეცნიერთათვის განკუთვნილ სერბეთის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ სერვისებს.
2012 წლის 17 მაისს 14 საათზე თბილისის სასწავლო უნივერსიტეტ გორგასალში ჩატარდება მონაცემთა ბაზების და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის სხვა პროდუქტების პრეზენტაცია.
პრეზენტაციას ჩაატარებს საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ელექტრონული საინფორმაციო რესურსების მართვის მენეჯერი, EIFL ლიცენზირების კოორდინატორი საქართველოში თამარ ხახუტაშვილი.
ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო!
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია 23 მაისს 16 საათზე გიწვევთ საერთაშორისო ორგანიზაცია ”Euromonitor International Ltd”-ს მონაცემთა ბაზების და სერვისების პრეზენტაციაზე.
პრეზენტაციას ჩაატარებს „Euromonitor International“–ის კლიენტების მოზიდვის მენეჯერი ცენტრალურ, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ევროპაში ქალბატონი ეკატერინა ბონდარენკო.
საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია შვედეთის ინსტიტუტის მხარდაჭერით 27-28 მაისს ატარებენ ერთობლივ, ქართულ-შვედურ სემინარს თემაზე „საბავშვო ბიბლიოთეკები“.
პროექტის მხარდამჭერები - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქალაქ თბილისის საკრებულო;
საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია შვედეთის ინსტიტუტის მხარდაჭერით 27-28 მაისს ატარებენ ერთობლივ, ქართულ-შვედურ სემინარს თემაზე „საბავშვო ბიბლიოთეკები“.
პროექტის მხარდამჭერები - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქალაქ თბილისის საკრებულო;