ანტონ ლორთქიფანიძე

 

27 ივნისს ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა ბიბლიოთეკის დამაარსებლის - ანტონ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 165 წლის იუბილე. სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ რიტა წაქაძემ ვრცლად ისაუბრა ანტონ ლორთქიფანიძის ბიოგრაფიასა და მის საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე, ანტონ ლორთქიფანიძის მიერ ქუთაისში ბიბლიოთეკის დაარსების თაობაზე.

ღონისძიებას სტუმრობდნენ კოლეგები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან: ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი, საბიბლიოთეკო მომსახურებისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ია გორგიშელი, რესტავრაციისა და ჰიგიენის განყოფილების გამგე გიული პაქსაშვილი, გერმანული ბიბლიოთეკის უფროსი სპეციალისტი ეთერ ინწკირველი,საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.

ასევე ქუთაისის თვითმმართველობის, სამეცნიერო და შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები.

ბ-ნმა რეზო ჭეიშვილმა აღნიშნა, რომ ეს იუბილე პატივის მიგებაა არა მხოლოდ ერთი პიროვნების მიმართ, არამედ ზოგადად ჩვენი წარულისადმი. ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექცია მადლობას უხდის ყველა სტუმარს ბიბლიოთეკის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისათვის.

ანტონ ლორთქიფანიძე