რას გულისხმობს თავისუფალი წვდომა?
თავისუფალი წვდომის პროგრამა, რომელზეც მუშაობს ჩვენი ბიბლიოთეკების კონსორციუმი გულისხმობს არა უბრალოდ უფასო ინტერნეტ-რესურსების გამოყენებას, არამედ ქართველი მეცნიერების მიერ მაღალი ხარისხის (რეცენზირებულ) სამეცნიერო შრომების გამოქვეყნებას ინტერნეტში, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და საერთაშორისო საძიებლებში ჩართვით და – ამავე დროს – უფასოდ!
თუმცა ასეთი გამოქვეყნება არც უფასოა, არც ყოველი უფასო რესურსი ინტერნეტში შეიძლება ჩაითვალოს ამ კატეგორიაში და არც ყველა სახის სამეცნიერო შრომა ხვდება თავისთავად ისეთ ცნობილ საერთაშორისო საძიებლებში როგორიცაა ტომსონის ციტირების ინდექსი და სხვა.
მაშ რა არის "თავისუფალი წვდომა" ჩვენი გაგებით?
ამაზე ძალიან დეტალურად ისაუბრეს ჩვენმა კოლეგებმა ბელორუსიიდან, იგივე საერთაშორისო კონსორციუმის წევრებმა.
გთავაზობთ გაეცნოთ მათ საუბარს (რუსულ ენაზე).
კომენტარის გამოქვეყნება