დაფუძნდა „ლურჯი ფარის“ საქართველოს ეროვნული კომიტეტი

 


საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციამ, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტსა და ICOMOS-ს საქართველოს ეროვნულ კომიტეტთან ერთად დააფუძნეს საერთაშორისო „ლურჯი ფარის“ (Blue Shield) საქართველოს ეროვნული კომიტეტი (ოფიციალურად – ააიპ “Blue Shield - ლურჯი ფარის” საქართველოს ეროვნული კომიტეტი).
მისი დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ICOM-ის და ICOMOS-ის ეროვნული კომიტეტების წევრი, ქალბატონი მანანა თევზაძე.


დამფუძნებელი დოკუმენტების რეგისტრაცია მოხდა თბილისში, ახალ იუსტიციის სახლში (ფოტოები).


 


 


ამ ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ


ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი
დაფუძნების თარიღი: 2006 წელი
პრეზიდენტი: ინგა (კლარა) ქარაია, მდივანი: მარიამ ბურჭულაძე
საბჭოს წევრები: დავით ლორთქიფანიძე, ნინო გედევანიშვილი, გია ბუღაძე, ირინა კოშორიძე, გიორგი კალანდია, ზაზა სხირტლაძე, ლანა ქარაია, მიხეილ წერეთელი, სალომე ცისკარიშვილი.


საქმიანობა:
• ხელშეწყობა საქართველოში სამუზეუმო საქმის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სრულყოფისათვის;
• ხელშეწყობა საქართველოში ICOM-ის პროგრამების გავრცელებისა და რეალიზაციისათვის;
• თანამშრომლობა UNESCO-სთან, ICOM-სა და ICOM-ის ეროვნულ, საერთაშორისო კომიტეტებსა და სხვა პროფესიულ ორგანიზაციებთან;
• ხელშეწყობა საქართველოში სამუზეუმო საქმის განვითარების, მუზეუმების პროფესიონალთა ინტერესების დაცვისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის;
• საერთაშორისო და ადგილობრივი თრეინინგების პროგრამების, სემინარების, კონფერენციების მომზადება და ორგანიზება, მეთოდოლოგიური ლიტერატურის გამოცემა;
• თანამშრომლობა სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან სამუზეუმო საქმის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში;
• ადგილობრივი და საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოების ინფორმირება სამუზეუმო საქმის სფეროში მიმდინარე პროცესებზე.


ვრცლად...



ICOMOS-ს საქართველოს ეროვნულ კომიტეტი


ICOMOS-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი (ICOMOS Georgia) დაფუძნდა საქართველოში 1993 წელს, როგორც ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს" (ICOMOS) ეროვნული კომიტეტი. იგი დამტკიცებული და მიღებული იქნა ICOMOS-ის X გენერალურ ასამბლეაზე შრილანკაში და რეგისტრირებულია პარიზში გენერალურ სამდივნოში.


ICOMOS-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი აერთიანებს 15 ნამდვილ წევრს და 45 წევრ-კორესპონდეტს.


ვრცლად: http://www.icomos.org.ge/1.html


 


საერთაშორისო ორგანიზაციები


 


 


The International Committee of the Blue Shield (ICBS)


 ლურჯი ფარის საერთაშორისო კომიტეტი დაფუძნდა 1996 წელს ომისა და ბუნებრივი კატასტროფების შედეგად საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად. იგი „კულტურული წითელი ჯვრის“ ანალოგია. მისი სახელწოდება მომდინარეობს ჰააგის 1954 წლის კონვენციის დოკუმენტიდან (Hague Convention on Protection of Cultural Property in Armed Conflict).
ლურჯი ფარის კომიტეტის პრეზიდენტია კარლ ფონ ჰაბსბურგი.


 



ICOM – http://icom.museum/


 


ICOMOS – http://www.icomos.org

კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.