გამომცემლობა Wiley-ის წარმომადგენელის პრეზენტაცია
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის მოწვევით, თსუ–ს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას, 28 მაისს გამომცემელთა წარმომადგენელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში იასეკ ლევინსონი ეწვია.
იასეკ ლევინსონი 7 წელია გამომცემლობა „Wiley“ -ში მუშაობს. მას საკუთარი სააგენტო 2002 წლიდან აქვს. მანამდე კი მას ვარშავაში ორი წიგნის მაღაზია ჰქონდა.
თსუ-ს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში მან წაიკითხა მოხსენებები, რომელთა პირველი ნაწილი დაეთმო ელექტრონულ რესურსებს „Wiley“-დან, ხოლო მეორე ნაწილში წარმოადგინა თავისი ორგანიზაციის სერვისების პრეზენტაცია.
პრეზენტაციები შეგიძლიათ იხილოთ აქ:
from Tamar Khakhutashvili
კომენტარის გამოქვეყნება