საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის საერთო კრება

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის წევრს 

მიმართვა

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის გამგეობა გატყობინებთ, რომ ა. წ.  20 ივნისს 10 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (გუდიაშვილის ქ. N 7) გაიმართება ასოციაციის საერთო კრება. მოსმენილი იქნება ასოციაციის 2005-2013 წწ. სამუშაო ანგარიში, არჩეული იქნება გამგეობის ახალი შემადგენლობა და პრეზიდენტი, მოეწყობა მსჯელობა ასოციაციის მომავალი გეგმების შესახებ.

დაბეჯითებით გთხოვთ, ასოციაციის წევრებს აქტიური მონაწილეობა მიიღოთ ამ კრების მუშაობაში. ასოციაციის ის წევრები, რომლებიც რაიმე მიზეზით ვერ ჩამობრძანდებიან კრებაზე, შეუძლიათ წერილობითი (ან ელ.ფოსტით) ნდობა გამოუცხადონ ასოციაციის იმ წევრებს, რომლებიც დაესწრებიან კრებას. ეს აუცილებელია წესდებით გათვალისწინებული ქვორუმისა და საარჩევნო პროცედურების დაცვისათვის.

გამგეობის ახალ შემადგენლობაში არჩევის მსურველ წევრებს ვთხოვთ საერთო კრების ჩატარებამდე 7 დღით ადრე წარმოადგინონ განცხადება, რეკომენდაცია, მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები და პროგრამა (იხ. არჩევნების დებულება). 

გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ ხმის უფლება საერთო კრებაზე ექნება მხოლოდ წევრებს.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ სავალდებულოა წინასწარ გაეცნოთ არჩევნების დებულებას, საერთო კრების პროგრამასა და საბიბლიოთეკო ასოციაციის წესდებას.

ველით თქვენს აქტიურ მონაწილეობას საერთო კრებაში.

ასოციაციის გამგეობა 

კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.