ქართული დიალექტური კორპუსის წარდგენა

10 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის პროექტის "საქართველოს ლინგვისტური პორტრეტის" ფარგლებში მომზადებული ქართული დიალექტური კორპუსის წარდგენა და გაცნობა გაიმართა. პროექტი ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ხორციელდება.

2014 წლის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრების სერია, რომლის მიზანია, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისათვის კორპუსის, როგორც ქართული ენობრივი მასალის მომცველი მასშტაბური ენათმეცნიერული და კულტურული პროდუქტის პოპულარიზაცია.

შეხვედრებზე ნაჩვენები იქნება ექსპედიციების დროს ჩაწერილი უნიკალური ტექსტები, აუდიო და ვიდეო მასალები, კორპუსის შემადგენლობის, მისი მნიშვნელობის გაცნობა. შეხვედრების სერია პერმანენტულად გაიმართება მეცნიერების, კულტურის მოღვაწეების,  სტუდენტების თუ დაინტერესებული საზოგადოებისათვის.

კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.