ჟესტური ენით მოლაპარაკე მოსწავლეებისათვის ახალი სახელმძღვანელოები შეიქმნა

DSC_6482

პირველად საქართველოში, ჟესტური ენით მოლაპარაკე მოსწავლეებისათვის, ინკლუზიური სწავლებისათვის განკუთვნილი ქართული ენისა და მათემატიკის სახელმძღვანელოები შეიქმნა, ასევე ამოქმედდა ბილინგვური პროგრამა. ეს პროგრამა ასეთი პრობლემების მქონე ბავშვებს მნიშვნელოვნად გაუადვილებთ  დაწყებით საფეხურზე  ჟესტური ენის ათვისებას, ქართულისა და მათემატიკის პროგრამის დაძლევას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვებისათვის სკოლამდელი განათლების სპეციალური პროგრამა არ არსებობს. მათთან ურთიერთობა ჟესტური ენის არცოდნის გამო გართულებულია, შეფერხებულია ინფორმაციის მიწოდება, სიტყვის მნიშვნელობის გაგება. 

გარდა ამისა 2013 წლის  1 ოქტომბრიდან 64-ე საჯარო სკოლაში ,,ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სმენადაქვეითებული მოსწავლეებისათვის, ინტეგრირებული კლასი გაიხსნა. ხმოვანი გარემო მოსწავლეებს ნარჩენი სმენის მეტად განვითარების საშუალებას აძლევს.
სამინისტრომ ასევე გამოსცა გზამკვლევი მასწავლებლებისათვის ”სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეების სწავლება.” გზამკვლევი პედაგოგებს, მშობლებსა და სკოლის ადმინისტრაციას სმენის დარღვევების მქონე მოსწავლეთა განათლების სფეროში ჩატარებულ ყველაზე აქტუალურ საკითხებს აცნობს. მასწავლებლის გზამკვლევი უსასყიდლოდ გადაეცა საქართველოს ყველა საჯარო სკოლას.

[ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა]


კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.