ეროვნულ ბიბლიოთეკასა და თი ბი სი ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა

1 მარტს 14:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორი გიორგი კეკელიძემ და თი ბი სი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ხელს მოაწერეს მემორანდუმს, რომლის თანახმადაც თი ბი სი ბანკი ეროვნულ ბიბლიოთეკას მხარს დაუჭერს ქართული ემიგრანტული ლიტერატურის მოძიებაში, ტრანსპორტირებასა და განთავსებაში. მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ მათ ექსპოზიცია გახსნეს ქართული ემიგრაციის დარბაზში, სადაც წარმოდგენილი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული ემიგრანტული მასალა. მათ შორისაა ლევილის მამულიდან ჩამოტანილი უნიკალური კოლექცია, ნოე ჟორდანიას შთამომავლებისა და დავით საღირაშვილის არქივები.
ეს პირველი პრეცენდენტია როდესაც ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტს კერძო ბიზნესი დააფინანსებს. დროთა განმავლობაში თი ბი სი ბანკის დახმარებით ემიგრაციის დარბაზს დაემატება უცხოეთში გამოცემული ქართული პერიოდიკის, წიგნების, აუდიო და ვიდეო ჩანაწერების უნიკალური მასალა.

 

[საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში]

კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.