ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გამოფენა "ძველი თბილისის უნიკალური სურათები" მოეწყო
24 აპრილს 17:00 საათზე იოსებ გრიშაშვილის დაბადებიდან 125 წლისთავთან დაკავშირებით, თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გამოფენა "ძველი თბილისის უნიკალური სურათები" მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო იოსებ გრიშაშვილის პირადი საფოსტო ბარათების კოლექციის ნაწილი; უკვე წაშლილი და იერსახეშეცვლილი თბილისის ძველი ფოტოები თავსი განუმეორებელი არქიტექტურული ნაგებობებითა და ხედებით; იმ პერიოდის სხვადასხვა საზოგადო მოღვწეთა პორტრეტები და სხვადასხვა იუმორისტული ჟანრის ბარათები.
ამ გამოფენით დასაბამი მიეცა გრიშაშვილის 125 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. გამოფენაზე იმყოფებოდნენ იოსებ გრიშაშვილის შემოქმედების მკვლევარები.
კომენტარის გამოქვეყნება