საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის

2014 წლის 31 მარტს საქართველოს იუსტიცისს სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოსთან (IREX), საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით დაიწყო პროექტის "საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის" განხორციელება. აღნიშნული საპილოტე პროექტის ფარგლებში შეირჩა ნუკრიანის, ხიდისთავის, ზუგდიდისა და ხულოს საჯარო ბიბლიოთეკები.

პროექტის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საზოგადოებრივი ცენტრების შექმნა საქართველოში არსებულ რეგიონალურ და სოფლის ბიბლიოთეკების ბაზაზე. დაგეგმილია მათში მომხმარებელზე ორიენტირებუილ გარემოს შექმნა, უფასო კომპიუტერის, ინტერნეტის და სხვა შეთავაზებების დანერგვა და აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებებიც. 

[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.