"იმპულსი" – ხმები და პროცესები ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკიდან!


Radio GIPA / რადიო ჯიპა FM 94.3   გადა ცემაში "იმპულსი" ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობის, მკითხველების, ახალგაზრდა მკვლევარების და იქ მომუშავე ადამიანების ხმებს მოგასმენინებთ. რა პროცესები მიმდინარეობს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობაში? რამდენად არის ის სამეცნიერო კომუნიკაციის, იდეების გაცვლის, სწავლების და მსჯელობის სივრცე? რა ნაშრომებს ინახავს ბიბლიოთეკის უძველესი საცავები და ვინ არიან ის ადამიანები რომლებიც სამეცნიერო ბიბლიოთეკას ყველაზე აქტიურად სტუმრობენ?

ბიბლიოთეკის დღევანდელ აქტოვობაზე საუბრობენ ბიბლიოთკის დირექტორი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, არქიტექტორი ქალბატონი ნანო ზაზანაშვილი და ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლევან ლორთქიფანიძე. ისინი შეეცდებიან უფრო ახლო ხედით დაგვანახონ დღევანდელი რეალობა და მთლიანად გაააზრებინონ მსმენელს ის გარემო რაშიც ამ შენობაში მოხვედრით შეიძლება ეზიაროს ყოველი მკითხველი.

უსმინეთ ვრცელ რეპორტაჟს რადიო GIPA-ს  ეთერში ან ინტერნეტში LIVE: http://newscafe.ge/index.php/en/

 

ფოტო: ურბან რეაქტორი

[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.