ჟურნალი "საქართველოს ბიბლიოთეკა" განახლებული ფორმატით

ჟურნალი "საქართველოს ბიბლიოთეკა" 2000 წლიდან გამოდის. მისი დამფუძნებლია ბატონი ალექსანდრე ლორია. ჟურნალს გააჩნია ინდივიდუალური მიდგომა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებებთან. იგი მკითხველს საშუალებას აძლევს მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია საბიბლიოთეკო სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ მისი განვითარების გარკვეულ ეტაპებზე.

"საქართველოს ბიბლიოთეკა" დღემდე უცვლელი სარედაქციო საბჭოთი განაგრძობს ფუნქციონირებას, და უკვე მიმდინარე წლის სექტემბრიდან გეგმავს საკუთარი ჟურნალის რებრენდინგს, ჟურნალი „საქართველოს ბიბლიოთეკა“ ახალი იმიჯით, საინტერესო და მრავალფეროვანი რუბრიკებით გაანებივრებს ერთგულ მკითხველს. 

ჟურნალ "საქართველოს ბიბლიოთეკის" მხარდამჭერია საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია 

სულ მალე პრესის ჯიხურებში განახლებული ფორმატით გამოჩნდება ჟურნალი "საქართველოს ბიბლიოთეკა" (ფასი 3 ლარი). შესაძლებელი იქნება მისი გამოწერაც. ასევე გაცნობებთ რომ ჟურნალის განახლებული ნომრის პრეზენტაციის ზუსტი დრო გაშუქდება მედიის სხვადასხვა საშუალებებით.

შემოგვიერთდით და მიაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია, საინტერესი და საჭირო ახალი მასალა! აქვე დავსძენთ რომ ჟურნალში განთავსებული სიახლეები და რეკლამები ავტომატურად აიტვირთება ჟურნალ „საქართველოს ბიბლიოთეკის“ facebook გვერდზე!

ჟურნალი "საქართველოს ბიბლიოთეკა" თავის გერდზე თანდათან შემოგთავაზებთ 2000-2014 წწ. გამოცემული ნომრების ელექტრონულ ვერსიას.

ამჯერად გთავაზობთ ჟურნალის პირველ ნომერში გამოქვეყნებული წერილის "პერსპექტივა - უმთავრესი პრინციპი" დასკანერებულ ვერსიას, სადაც მკითხველი ჟურნალისა და მისი რედაქციის ძირითად მიზნებს გაეცნობა.

 

აქვე მოცემულ ლინკზე თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ჟურნალის N1-ისა და N4-ის ელექტრონული ვერსიები, რომლებიც განთავსებულია ჩვენს facebookვერდზე.

შემოგვიერთდით, ჟურნალი აერთიანებს საზოგადოების ყველა ფენის ინტერესს!

[ჟურნალი "საქართველოს ბიბლიოთეკა"]

[საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია]

კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.