ვებინარი თემაზე თავისუფალი წვდომის ინფრასტრუქტურის კვლევა ევროპულ სივრცეში – OpenAIRE webinars during OA Week 2014
ღია ხელმისაწვდომი პროექტის კვირეულის განმავლობაში, EIFL-ი OpenAIRE -ისა და FOSTER-ის თანამშრომლობით პროექტირებულ სემინარებს უმასპინძლებს. ვებინარი წარმოგვიდგენს Open Access Mandate-სა და Open Research Data Pilot-ის პროგრამებს Horizon 2020-ის ფარგლებში, და წარმოგვიდგენს ახალი OpenAIRE ვერსიასა და Zenodo მონაცემთა ბაზას.
ვებინარი ღიაა და ჩატარდება ორშაბათი, 20 ოქტომბერიდან - ხუთშაბათი, 23 ოქტომბერის ჩათვლით 15.00 -16.00 (CEST )სთ-ზე (13.00 - 14.00 UTC / 14.00 - 15.00 WEST / 16.00 - 17.00 EEST).
თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ, ერთ ან რამოდენიმე ვებინარზე. გამოიყენეთ რეგისტრაციის ფორმა
EIFL-ი, ევროპის 31 ქვენის 41 სხვა წარმომადგენელთან ერთად OpenAIRE-ის ერთ-ერთი პარტნიორია. (OpenAIRE თავისუფალი წვდომის ინფრასტრუქტურის კვლევა ევროპულ სივრცეში). უკვე 30 თვეა, რაც OpenAIRE-ის პროექტი ხელს უწყობს სამეცნიერო კვლევაში ღია წვდომის განვითარების პერსპექტივებს ევროპულ სივრცეში.
EIFL-ი, რვა ქვეყნის 13 სხვა წარმომადგენელთან ერთად FOSTER-ის პროექტების ერთ-ერთი პარტნიორია, (FOSTER ტრენინგი ევროპელი მკვლევარებისათვის) FOSTER-ის მთავარი მიზანია აწარმოოს ევროპული სასწავლო პროგრამა, რომელიც დაეხმარება მკვლევარებს, ასპირანტებს, ბიბლიოთეკარებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს არსებულ კვლევათა წვდომა გახადოს ღია და ხელმისაწვდომი
პროგრამა იხ. ლინკზე
კომენტარის გამოქვეყნება