წიგნები სოფელ საბეჭისის (წალკის რაიონი) საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტმა რუსუდან ასათიანმა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა წალკის რაიონის სოფელ საბეჭისის ბიბლიოთეკას 500-მდე წიგნი, ძირითადად მხატვრული ლიტერატურა გადასცეს. სოფელი საბეჭისი ძირითადად აჭარიდან და სვანეთიდან ჩამოსული ეკომიგრანტებითაა დასახლებული. წიგნადი ფონდით გამდიდრება წარმატებული, განათლებული რეგიონის მომავალია.
[საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია]
კომენტარის გამოქვეყნება