„საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“ - სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნუკრიანი

5 მარტს, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში, სრულიად ახალი ტიპის საზოგადოებრივ ცენტრსა და ბიბლიოთეკას გახსნის. ეს პროექტი ხორციელდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს,საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ერთობლივი თანამშრომლობით. პროექტი დაფინანსებულია  IREX-ის მიერ Beyond Access-ის პროგრამის ფარგლებში

გახსნის ღონისძიებას დაესწრო საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი რუსუდან ასათიანი და ნუკრიანის ბიბლიოთეკას საუქრად წიგნები გადასცა.

სოფელ ნუკრიანის საზოგადოებრივი ცენტრი ბიბლიოთეკის ტრადიციულ ფუნქციასთან ერთად, მოსახლეობას საშუალებას მისცემს მიიღოს სხვადასხვა სახის სახელმწიფო თუ კერძო სექტორის სერვისები. ამ მოდელით პრაქტიკულად იწყება ახლებური, თანამედროვე ტიპის ბიბლიოთეკის სტრუქტურა და ეს სისტემა ტრადიციულ ფუნქციასთან ერთად შეითავსებს სახელმწიფო თუ კერძო სექტორის სერვისებსაც.

ბიბლიოთეკების რეაბილიტირების პროგრამა გრძელდება და მსგავსი ტიპის საზოგადიებრივი ცენტრების მშენებლობა სხვა რეგიონებშიც არის დაგეგმილი.

[საქართველოს საბიბლიოთკო ასოციაცია]


კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.