საბიბლიოთეკო კვირეული - "ინოვაციური ბიბლიოთეკა თანამედროვე საზოგადოებისთვის“
2015 წლის 30 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს ყველა მოქმედ ბიბლიოთეკაში ჩატარდება ბიბლიოთეკების კვირეული.
კვირეულის დევიზია:
"ინოვაციური ბიბლიოთეკა თანამედროვე საზოგადოებისთვის“
ტრადიციულად, კვირეულის დღეებში საქართველოს ბიბლიოთეკებში ტარდება სხვადასხვა საჯარო ტიპის ღონისძიებები, მხატვრული თუ ფოტო გამოფენები, ლიტერატურული საღამოები, წიგნების პრეზენტაციები, შეხვედრები მწერლებთან, პოლიტიკოსებთან, საზოგადო მოღვაწეებთან თუ საინტერესო პიროვნებებთან, კონკურსები, სემინარები, დისკუსიები, საქველმოქმედო აქციები და სხვა. ხდება ბიბლიოთეკარებს შორის გამოცდილებების გაზიარება, საერთო პრობლემების გარშემო გაერთიანება და მათი გადაჭრის გზების ერთობლივად ძიება.
წელს საბიბლიოთეკო კვირეულის გახსნის ღონისძიება ჩატარდება 30 აპრილს, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, 14:00 საათზე, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება წიგნი "ბიბლიოთეკარი პოეტი", რომელიც თვითონ ბიბლიოთეკარების თხოვნით შეიქმნა. კვირეულის დახურვა შედგება 11 მაისს, თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში 14:00 საათზე, კვირეულის დახურვაზე გაიმართება პრეზენტაციების კონკურსი თემაზე "ინოვაციური სერვისები ჩემს ბიბლიოთეკაში". გამარჯვებულს გამოავლენს დამსწრე საზოგადოება, ჯილდო - Amazon Kindle დააწესა ეროვნულმა ბიბლიოთეკამ.
აქვე გთავაზობთ რეგიონალურ ბიბლიოთეკებში დაგეგმილ ღონისძიებათა ჩამონათვალს
იხილეთ მიბმული ფაილები:
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთკის მიერ დაგეგმილ ღონისძიებათა სია, ხობის მუნიციპალიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შუახევის მუნიციპალიტეტი, ხაშურის მუნიციპალიტეტი, სურამი, სენაკის მუნიციპალიტეტი, აბაშის ბიბლიოთეკების სამსახური, ადიგენის მუნიციპალიტეტი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, ბათუმის საჯარო ბიბლიოთკა, ბოლნისის მუნიციპალიტეტი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, ვანის მუნიციპალიტეტი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, თელავის მუნიციპალიტეტი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კასპის მუნიციპალიტეტი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, მცხეთის ცენტრალური ბიბლიოთკა, ონის მუნიციპალიტეტი, რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანება, საჩხერის მუნიციპალიტეტი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ყვარლის მინიციპალიტეტი, ჭიათურის კულტურის ცენტრი, ჭიათურის მუნიციპალიტეტი, ხონის მთავარი ბიბლიოთეკა, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკა, შუახევის ბიბლიოთეკა, თელავის მუნიციპალიტეტი, სამტრედიის მუნიციპალიტეტი
კომენტარის გამოქვეყნება