საბიბლიოთკო კვირეული "ინოვაციური ბიბლიოთეკა თანამედროვე საზოგადოებისთვის“ დედაქალაქი

2015 წლის 30 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს ყველა მოქმედ ბიბლიოთეკაში ჩატარდება ბიბლიოთეკების კვირეული. კვირეულის დევიზია: "ინოვაციური ბიბლიოთეკა თანამედროვე საზოგადოებისთვის“


ტრადიციულად, კვირეულის დღეებში საქართველოს ბიბლიოთეკებშიტარდება სხვადასხვა საჯარო ტიპის ღონისძიებები, მხატვრული თუ ფოტო გამოფენები, ლიტერატურული საღამოები, წიგნების 


პრეზენტაციები, შეხვედრები მწერლებთან, პოლიტიკოსებთან, საზოგადო მოღვაწეებთან თუ საინტერესო პიროვნებებთან, კონკურსები, სემინარები, დისკუსიები, საქველმოქმედო აქციები და სხვა. ხდება ბიბლიოთეკარებს შორის გამოცდილებების გაზიარება, საერთო  პრობლემების გარშემო გაერთიანება და  მათი გადაჭრის გზების ერთობლივად ძიება.


წელს   საბიბლიოთეკო კვირეულის გახსნის ღონისძიება ჩატარდება 30 აპრილს, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, 14:00 საათზე, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება წიგნი "ბიბლიოთეკარი პოეტი", რომელიც თვითონ ბიბლიოთეკარების თხოვნით შეიქმნა. კვირეულის დახურვა შედგება 11 მაისს, თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში 14:00 საათზე, კვირეულის დახურვაზე გაიმართებაპრეზენტაციების კონკურსი თემაზე "ინოვაციური სერვისები ჩემს ბიბლიოთეკაში". გამარჯვებულს გამოავლენს დამსწრე საზოგადოება, ჯილდო - Amazon Kindle  დააწესა ეროვნულმა ბიბლიოთეკამ.

აქვე გთავაზობთ თბილისის ბიბლიოთკებში დაგეგმილ ღონისძიებათა ჩამონათვალს :

ღონისძიება ვაკის მედიათეკაში

01.05.2015 - სტუმრად მედიათეკაში 16:00 

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ილის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ბიბლიოთკა, თბილისის მთავარი ბიბლიოთკა



კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.