ახალი ინიციატივები პრეზიდენტის პროექტის ფარგლებში

პრეზიდენტის პროექტში „ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთკას" ადგილობრივი ადმინისტრაციული ერთეულები, გამგეობები და გამგებლები აქტიურად ჩართნენ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოფელი ვეჯინის ბიბლიოთკის რეაბილიტაციისათვის გარკვეული თარნხა გამოყო; ასევე გამოიყო თანხა სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან ბიბლიოთეკის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, ხოლო გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელ ქოლადოში ბიბლიოთეკის ექსტერიერისათვის იზრუნებს.

სულ მალე სიღნაღის საბავშვო ბიბლიოთეკაში "ციფრული ფოტომატიანის" ფილიალი გაიხსნება. აქვე საბიბლიოთეკო ასოციაციის რეგიონალური ოფისიც ამუშავდება. ბიბლიოთეკა უახლესი კომპიუტერული ტექნიკით აღიჭურვება და რაიონის ბიბლიოთეკარებს შეეძლებათ ამ ბიბლიოთეკაში ინოვაციური სერვისების შესახებ კონსულტაციები გაიარონ.

პრეზიდენტის პროექტი სამომავლო სასიკეთო პროექტების განხორციელების ერთგვარ სტიმულს წარმოადგენს. ბიბლიოთეკების ხელშეწყობის პროექტი მომავალშიც მრავალ სიახლეებს წარმოდგვიდგენს. 


კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.